Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ წყაროები გვაცნობებენ, რომ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ დაიწყო დრეკადი დისპლეით აღჭურვილი ახალი თაობის სმარტფონის მასობრივი გამოშვება. 

image.jpeg 

ფოტოებზე: Huawei Mate X2. წყარო: Huawei  

მოწყობილობა, რომელსაც საუბარი ეხება, კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Mate X3. როგორც ჩანს, წინამორბედების მსგავსად მასაც წიგნის ფორმატი ექნება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ძირითადი დრეკადი დისპლეის ზონაში ინტეგრირებული იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი. პანელის კადრის განახლების სიხშირემ შესაძლოა 90 ჰერცს გადააჭარბოს.  

ინტერნეტ-რესურსების მონაცემებით Huawei-ს ახალი დრეკადი სმარტფონის მასიური გამოშვება მიმდინარე თვეში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის ფორმალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. გაჯეტის გაყიდვა კი, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ დაიწყება. 

image.jpeg 

აგრეთვე ცნობილია, რომ დეკემბერში დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონის დაანონსებას აპირებს მეორე ჩინური კომპანიაც - Oppo. არსებული ცნობების თანახმად მოწყობილობის დისპლეის ზომა შეადგენს 7.8- 8.0 დუიმს დიაგონალზე, კადრის განახლების სიხშირე კი - 120 ჰერცს. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება თითის ანაბეჭდის გვერდითი სკანერი, 32-მეგაპიქსელიანი სელფი კამერა, 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ზე დამყარებული ძირითადი კამერა და პროცესორი Snapdragon 888. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.