Magdalena Posted November 27, 2021 Posted November 27, 2021 ელექტრონიკის გამოფენა CES ტრადიციულად იმართება იანვარში, ლას-ვეგასში. მანქანათმშენებელი კომპანიები ყოველთვის მონაწილეობენ მასში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარემოება აიძულებთ ვირტუალურ ფორმატში გადასვლას. როგორც Mercedes-Benz-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, 3 იანვარს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიდი ხნის ნანატრი კონცეპტი VISION EQXX - ეს გახლავთ ელექტრომობილის პროტოტიპი დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე გავლის მარაგით. ფოტოს წყარო: LinkedIn, Mercedes-Benz ამ მანქანის დიზაინის ელემენტებს Daimler პირველად არ უზიარებს საზოგადოებას, VISION EQXX-ის შექმნისას მიღებულმა ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ სერიული ელექტრომობილების სრულყოფას. კერძოდ, აეროდინამიკის კოეფიციენტი, რომელიც ახლა სერიული EQS-ის შემთხვევაში რეკორდულ 0.2-ს აღწევს, ახალ კონცეპტში კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ფოტოზე არსებული VISION EQXX-ის ფრაგმენტი, სადაც ჩანს მისი კაპოტი, წინა ფრთები და საქარე მინა, საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ ელექტრომობილის ფორმა ხელს შეუწყობს ბატარეის ეკონომიურ გამოყენებას. თავად ბატარეაში მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე 20%-ით უნდა გაიზარდოს EQS-თან შედარებით. კომპაქტური ელექტრომობილი VISION EQXX შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კილომეტრამდე მანძილის გავლას ექსპლუატაციის რეალურ პირობებში. ენერგიის მოხმარება 100 კმ-ზე გაიზომება კვტ/სთ-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროპულ ბაზარზე ყველაზე ეფექტური ელექტრომობილი ამ ინდიკატორის მხრივ ოფიციალურად არის Tesla Model 3-ის უკანა ამძრავიანი ვერსია, რომლის ხარჯვა 100 კილომეტრზე 14 კვტ/სთ-ს შეადგენს, Mercedes-Benz-ს ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი 10 კვტ/სთ-მდე შეამციროს. ცხადია, VISION EQXX არ შევა სერიულ წარმოებაში უცვლელი სახით, მაგრამ Mercedes-Benz მასზე გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებების რეალიზაციას სხვა ელექტრომობილებში ახდენს. ათწლეულის ბოლოს ბრენდი გეგმავს უარი თქვას შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ახალი მანქანების წარმოებაზე. https://tinyurl.com/2p8evhwe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.