Jump to content

Recommended Posts

Posted

ადამიანებს მთვარეზე ფეხი არ დაუდგამთ 1972 წლის Apollo 17-ის მისიის შემდეგ. დაახლოებით 2025 წლისთვის, როდესაც ადამიანები ჩვენს კოსმოსურ თანამგზავრზე დაბრუნდებიან, მთვარის კვლევასთან დაკავშირებული სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით. 

NASA-ს სურს კიდევ უფრო დააჩქაროს იმ ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც მთვარის სამომავლო მისიებს ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფენ. ამისთვის მან ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანიებს მოუწოდებს დაეხმარონ ბირთვული ენერგიის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. 

image.jpeg 

მარსზე ბირთვული ენერგეტიკის სისტემის მხატვრული ილუსტრაცია. წყარო: NASA 

NASA კერძო კომპანიებს სთხოვს დახმარებას მთვარისთვის ბირთვული ენერგეტიკის საკითხში 

კერძოდ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ იგი „ამერიკულ კომპანიებს სთხოვს მოამზადონ საპროექტო გადაწყვეტილებები ბირთვული ენერგიის სისტემების შესახებ, რომლებიც  მთვარეზე დემონსტრირებისთვის ათწლეულის განმავლობაში იქნება მზად“. 

NASA აღნიშნავს, რომ ელექტროსადგური ავტონომიურად უნდა მუშაობდეს მთვარეზე ან როვერის დასაფრენ პლატფორმაზე. კომპანიას სურს მთვარეზე ატომური რეაქტორების გამოცდა, რადგან თვლის, რომ ისინი საკმარისად სანდოა ნებისმიერ დროს, მათ შორის მთვარის ღამეების განმავლობაში მუშაობისთვის, რომლებიც კვირები გრძელდება. სისტემა, რომლის წაღებასაც NASA მთვარეზე გეგმავს, გამოიმუშავებს დაახლოებით 40 კილოვატ ენერგიას, რაც, ექსპერტების აზრით, საკმარისია ათი წლის განმავლობაში 30 საოჯახო მეურნეობის კვებისათვის. დასასრულს, NASA ასევე განმარტავს, რომ სისტემა უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი, რომ სამომავლოდ მარსზე ფრენებისას გამოიყენონ. 

„NASA და ენერგეტიკის სამინისტრო ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვან და რთულ პროექტზე, რომელიც, როგორც კი დასრულდება, მთვარისა და მარსის გრძელვადიანი კვლევისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება“, - განმარტა NASA-ს გლენის სახელობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ტოდ ტოფილმა. – „ჩვენ გამოვიყენებთ ხელისუფლებისა და კერძო წარმოების უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველვყოთ საიმედო, უწყვეტი ენერგია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მთვარის ზედაპირზე განთავსებაზე. ” 

მთვარის ბირთვულ ტექნოლოგია შეძლებს ენერგიით უზურნველყოს დედამიწაც  

ატომური ენერგეტიკული სისტემა, რომელსაც NASA საბოლოოდ მთვარეზე გაგზავნის, სავარაუდოდ, კოსმოსური ტექნოლოგიის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც შეიძლება დიდი სარგებლის მომტანი იყოს დედამიწისთვისაც. მაგალითისთვის, SpaceX-ის ყოფილმა ინჟინერმა დააფუძნა კომპანია Radiant, რათა შეემუშავებინა პორტატული ბირთვული რეაქტორები დედამიწის შორეულ კუთხეებში გამოსაყენებლად, ეს რეაქტორები უპირველეს ყოვლისა მარსისთვის შემუშავებულ ტექნოლოგიებზე დამყარებული. 

აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ მთვარის ბირთვულ რეაქტორზე მუშაობა ასევე დაეხმარება ატომურ ძრავებზე მომუშავე ისეთ რაკეტებზე მუშაობის დაჩქარებას, როგორიცაა Ad Astra-ს მიერ შექმნილი რაკეტა, რომელსაც თეორიულად შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს 123.000 მილი/ საათში (~ 198,000 კმ/სთ ) და მხოლოდ ერთი თვე დასჭირდეს მარსამდე მიღწევისთვის. 

მანამდე კი ასტრონავტები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ 2025 წელს. მიმდინარე თვეში NASA-მ დაადასტურა, რომ მთვარის მისია Artemis გადაიდო (მისი დაწყების პირვანდელი თარიღი 2024 წელი იყო), რისი მიზეზიც გახდა კომპანია Blue Origin-თან გაჭიანურებული სამართლებრივი დავა იმის გამო, რომ კონტრაქტი SpaceX-მა მიიღო. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.