Magdalena Posted November 22, 2021 Posted November 22, 2021 ბილ გეითსის მიერ დაფინანსებული კომპანია TerraPower რეაქტორ Natrium-ის პროექტთან ერთად მუშაობს კიდევ ერთ ექსპერიმენტალურ, გამდნარ ქლორიდზე მომუშავე რეაქტორზე (MCRE). პროექტ Natrium-ის მსგავსად MCRE რეაქტორი ენერგიას იღებს საწვავის რადიოაქტიური დაშლისგან სწრაფი ნეიტრონების შთანთქმით, მაგრამ MCRE-ს შემთხვევაში გამდნარი მარილი გამოიყენება როგორც გამაგრილებელი, ასევე რეაქტორისთვის საწვავის მიწოდების საშუალება და ეს მომგებიანი კომბინაციაა. ფოტოს წყარო: Southern Company რეაქტორ MCRE-ს აშენებითა და ექსპლუატაციით დაკავდება კომპანია Southern Company, აშშ-ში ფართო სპექტრის გენერირებული სიმძლავრის უმსხვილესი ოპერატორი. კომპანიამ ახლახანს გააფორმა შეთანხმება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა დააპროექტოს, ააშენოს და აწარმოოს ექსპერიმენტული მდნარი ქლორიდის რეაქტორი (MCRE) აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში (INL). TerraPower-ის, Southern Company-სა და INL-ის გარდა პროექტში მონაწილეობენ Core Power, Orano Federal Services, Electric Power Research Institute და 3M Company. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ამ პროექტისთვის ზედიზედ რამდენიმე წელია ათეულობით მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. TerraPower აგრეთვე ქმნის MCRE რეაქტორის საზღვაო ვარიანტსაც - m-MSR-ს, სავარაუდოდ აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალებისთვის. თანხა გამოიყოფა ხუთწლიანი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას საჩვენებელი რეაქტორის დიზაინის, ლიცენზირებისა და ექსპლუატაციის შესახებ. კომპანია TerraPower-ის ტექნოლოგია MCFR-ის მიხედვით გამოიყენება მდნარი მარილი, როგორც სითბოს მატარებელი და რეაქტორისთვის საწვავის მიმწოდებელი, რაც ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას იძლევა, შედეგად გახლეჩვის რეაქცია უფრო ეფექტურია. მოწყობილობა მუშაობს უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივ რეაქტორებთან შედარებით, უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ასევე გააჩნია ტექნოლოგიური სითბოს გამოყენებისა და შენახვის (აკუმულირების) პოტენციალი შემდგომ წარმოებისთვის. https://tinyurl.com/54k7vpb6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.