Magdalena Posted November 18, 2021 Posted November 18, 2021 კიდევ ერთი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.69%-ით - 22.67 ტრილიონ ჰეშამდე (T). წყარო: BTC.com. მაჩვენებელი იზრდება მეცხრე პერიოდია ზედიზედ ჩინეთში მაინინგის აკრძალვით გამოწვეული ვარდნის შემდეგ. სირთულემ მაქსიმალურ მაჩვენებელს, 25.05 Т-ს მიაღწია მაისის შუა პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედებამ გამოიწვია ჰეშრეითის შემცირება ქვეყანაში მაინინგ-აღჭურვილობების მასიური გათიშვის შედეგად. ვარდნის მაჩვენებელი რეკორდული გახდა ივლისში, როდესაც სირთულე თითქმის 28%-ით შემცირდა. მომდევნო გადაანგარიშების შედეგად მაჩვენებელი შემცირდა კიდევ 4.8%-ით, ხოლო შემდეგ დაიწყო ზრდა ჰეშრეითის აღდგენის ფონზე. შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის ცნობით აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ჩაანაცვლა ლიდერის პოზიციაზე Bitcoin-ის ჰეშრეითში წილის მხრივ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაინერების დომინირება ჯერ კიდევ მარტში დასრულდა - ქვეყნიდან მათი გასვლის შემდეგ. https://tinyurl.com/xds3byv2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.