Magdalena Posted November 17, 2021 Posted November 17, 2021 ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე წელს ახალი თაობის მინიმუმ ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარადგენს. ერთ-ერთი მათგანია კომპაქტური Xiaomi 12 mini. ამჟამად სმარტფონის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილი. სამომავლო სმარტფონი აგებული იქნება 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 870-ზე, რომლის შემადგენლობაში შედის ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით და გრაფიკა - Adreno 650. მეხსიერების მხრივ საბაზისო მოდიფიკაციას ექნება 8 გბ LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. კომპაქტური ფლაგმანი აგრეთვე წარმოდგენილი იქნება 256 გბ მეხსიერების მქონე ორ მოდიფიკაციად. Xiaomi 12 mini-ში წარმოდგენილი იქნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა, რომელშიც შედის Samsung-ის სენსორის ბაზაზე აგებული 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. დანარჩენი სამი მოდულის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ დაზუსტებულა. ასევე უცნობია სელფი კამერის პარამეტრებიც. სმარტფონის ერთ-ერთი განსხვავებული მახასიათებელი იქნება დისპლეი. მოდელის დასახელებიდან გამომდინარე ლოგიკურია ვარაუდი, რომ მას მცირე ზომის ეკრანი ექნება. მაგალითად, iPhone 13 mini-ს დიაგონალი 5.4 დუიმს შეადგენს, ASUS ZenFone 8-ს დიაგონალი, რომელიც თავდაპირველად ფიგურირებდა, როგორც ZenFone 8 mini – 5.9 დუიმია. Xiaomi-ს მინი-ვერსიის დისპლეის ზომა კი 6.28 დუიმს შეადგენს. რა ტიპის მატრიცა იქნება გამოყენებული Xiaomi 12 mini-ში, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ცნობილია სხვა ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 1500 ნიტი, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+. სმარტფონს ექნება ბრტყელი პანელი გადახრილი გვერდების გარეშე და ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილი ზედა ნაწილში. კომპლექტში არსებული ბატარეის მოცულობა 4200 მა/სთ-ს შეადგენს. კომპაქტურ სმარტფონს აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობა დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით მსგავსი მახასიათებელი აქვს Xiaomi-ს მხოლოდ ორ სმარტფონს - Mi 11 Pro-სა და Mi 11 Ultra-ს. Xiaomi 12 mini-ს ექნება სტერეოდინამიკები Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით და Bluetooth 5.2. სმარტფონის წონაა 176 გრამი, კორპუსის სისქე - 7.96 მმ. მოწყობილება გაყიდვაში გამოვა ოპერაციულ სისტემა Android 11-ითა და საფირმო MIUI 12.5-ით, მომხმარებელს დიდხანს არ მოუწევს ლოდინი Android 12-სა და MIUI 13-სთვის. 8/128 გბ ვერსიის ფასია 565 აშშ დოლარი, 8/256 გბ ვერსიისა - 610 აშშ დოლარი. 12 /256 გბ მოდიფიკაციის ღირებულება კი 675 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონის პრეზენტაცია 21 დეკემბერს შედგება. https://tinyurl.com/3nh9b6zu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.