Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული ეკონომიკური კომიტეტი (JEC) გამართავს მოსმენას ხელისუფლების როლის შესახებ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. ამის შესახებ JEC-ის ვებ-გვერდზეა ნათქვამი. 

სხდომა თემაზე „კრიპტოვალუტების დემისტიფიკაცია: ციფრული აქტივები და ხელისუფლების როლი“ 17 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. მასზე სიტყვით გამოვლენ CFTC-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტიმოთი მასადი, ანალიტიკურ ცენტრ Open Market Institute-ის ფინანსური პოლიტიკის დირექტორი ალექსის გოლდშტეინი, Coin Center-ის კვლევის განყოფილების დირექტორი პიტერ ვან ვალკენბურგი და პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნეს-ეთიკის პროფესორი კევინ ვერბახი. 

კომიტეტის თავმჯდომარეა დემოკრატი შტატ ვირჯინიადან დონ ბეიერი - ივლისში მან წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის შეიტანა კანონპროექტი ინდუსტრიის რეგულირების მიზნით „ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის“ შექმნის შესახებ. JEC-ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის რობ პორტმანი, რომელიც მხარს უჭერდა გარკვეული ტიპის კრიპტო ბიზნესის ინფრასტრუქტურის გეგმიდან გამორიცხვას და ტედ კრუზი. 

10 აგვისტოს სენატმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ 1 ტრილიონ აშშ დოლარიან გეგმას გზების, ხიდების, აეროპორტების, სკოლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის. დოკუმენტი გულისხმობს დამატებითი დაფინანსების მოზიდვას გადასახადების სახით კრიპტოვალუტებით განხორციელებული ოპერაციებიდან 28 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. 

კრიპტო-ქომიუნითიმ გააკრიტიკა კანონპროექტი „ბროკერის“ გაფართოებული განმარტების გამო, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს მოიცავს. ის ავალდებულებს მაინერებს, ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დეველოპერებს, ლიკვიდობის პროვაიდერებს DeFi პროტოკოლებში და სხვა არაკასტოდიალურ მონაწილეებს - საგადასახადო ორგანოებს მომხმარებლის ტრანზაქციების შესახებ მოახსენონ. 

მოგვიანებით საზოგადოების წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ინფრასტრუქტურის გეგმის კიდევ ერთი შესწორების გამო, რომელიც ავალდებულებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივების მიმღებებს - გადაამოწმონ გამგზავნის პირადი ინფორმაცია. 

ოქტომბერში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების სასარგებლოდ ცვლილებების შეტანის გარეშე კანონპროექტის მიღებას. 

ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სამი სენატორი - შეროდ ბრაუნი, პეტ ტუმი და სინტია ლამისი - არ დაეთანხმა დოკუმენტს. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.