Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩრილოეთ ამერიკულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში შეიყვანეს რობოტების რეკორდული რაოდენობა. ამას ხელი შეუწყო ბიზნესის სურვილმა - გაზარდოს საწარმოო შესაძლებლობები მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. 

image.jpeg 

წყარო: CNN 

ინდუსტრიულ ჯგუფ Association for Advancing Automation-ის მონაცემებით ქარხნებმა და სხვა საწარმოო მომხმარებლებმა შეუკვეთეს 29 ათასზე მეტი რობოტი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში კომპანიებმა ამ მიზნისთვის დახარჯეს 1.48 მლრდ აშშ დოლარი, რამაც გადააჭარბა 2017 წლის ანალოგიურ ცხრა თვეში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ ღირებულებას, სანამ COVID-19-ის პანდემია უარყოფითად იმოქმედებდა ეკონომიკაზე. 

რობოტიზებული ტექნიკის სწრაფი დანერგვა არის უფრო ფართო ინვესტიციების ზრდის ნაწილი, იგი გამოწვეულია ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მოთხოვნა, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ძირითადი პროდუქტის დეფიციტი. ბევრი კომპანია ასევე ცდილობდა დაებრუნებინა მუშები, რომლებიც დაითხოვეს პანდემიის დროს და განიხილავდნენ რობოტებს, როგორც ცოცხალი ძალის ალტერნატივას. 

”კომპანიები უბრალოდ ვერ პოულობენ საჭირო ადამიანებს, რის გამოც ისინი ისწრაფვიან ავტომატიზაციისკენ,” - განაცხადა Jeff Burnstein-მა, Association for Advancing Automation-ის ხელმძღვანელმა. 

ასევე აღინიშნება, რომ რობოტები აგრძელებენ ადამიანის საქმიანობის ბევრ სფეროში შეღწევას. საავტომობილო კომპანიები დიდი ხანია ლიდერობენ სამრეწველო რობოტიზებული ხაზების გამოყენებაში. თუმცა 2020 წელს ბიზნესის სხვა წარმომადგენლების ჯამურმა გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საავტომობილო ინდუსტრიის რობოტების რაოდენობას. მიმდინარე წლის მონაცემებით პირველ ცხრა თვეში ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანათმშენებელმა კომპანიებმა გააფორმეს 12544 შეკვეთა რობოტიზებული აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო სხვა ინდუსტრიებში ასეთი შეკვეთების რაოდენობა იყო 16355, რაც 53%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

„ეს არ ნიშნავს, რომ მანქანათმშენებლობა შენელდა, იგი ზრდას აგრძელებს. თმცა სხვა საწარმოო სფეროები - მეტალურგიიდან კვების პროდუქტების წარმოებამდე - კიდევ უფრო სწრაფად იზრდება“ - მიიჩნევს Jeff Burnstein. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.