Magdalena Posted November 16, 2021 Posted November 16, 2021 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩრილოეთ ამერიკულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში შეიყვანეს რობოტების რეკორდული რაოდენობა. ამას ხელი შეუწყო ბიზნესის სურვილმა - გაიზარდოს საწარმოო შესაძლებლობები მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. წყარო: CNN ინდუსტრიულ ჯგუფ Association for Advancing Automation-ის მონაცემებით ქარხნებმა და სხვა საწარმოო მომხმარებლებმა შეუკვეთეს 29 ათასზე მეტი რობოტი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში კომპანიებმა ამ მიზნისთვის დახარჯეს 1.48 მლრდ აშშ დოლარი, რამაც გადააჭარბა 2017 წლის ანალოგიურ ცხრა თვეში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ ღირებულებას, სანამ COVID-19-ის პანდემია უარყოფითად იმოქმედებდა ეკონომიკაზე. რობოტიზებული ტექნიკის სწრაფი დანერგვა არის უფრო ფართო ინვესტიციების ზრდის ნაწილი, იგი გამოწვეულია ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მოთხოვნა, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ძირითადი პროდუქტის დეფიციტი. ბევრი კომპანია ასევე ცდილობდა დაებრუნებინა მუშები, რომლებიც დაითხოვეს პანდემიის დროს და განიხილავდნენ რობოტებს, როგორც ცოცხალი ძალის ალტერნატივას. ”კომპანიები უბრალოდ ვერ პოულობენ საჭირო ადამიანებს, რის გამოც ისინი ისწრაფვიან ავტომატიზაციისკენ,” - განაცხადა Jeff Burnstein-მა, Association for Advancing Automation-ის ხელმძღვანელმა. ასევე აღინიშნება, რომ რობოტები აგრძელებენ ადამიანის საქმიანობის ბევრ სფეროში შეღწევას. საავტომობილო კომპანიები დიდი ხანია ლიდერობენ სამრეწველო რობოტიზებული ხაზების გამოყენებაში. თუმცა 2020 წელს ბიზნესის სხვა წარმომადგენლების ჯამურმა გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საავტომობილო ინდუსტრიის რობოტების რაოდენობას. მიმდინარე წლის მონაცემებით პირველ ცხრა თვეში ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანათმშენებელმა კომპანიებმა გააფორმეს 12544 შეკვეთა რობოტიზებული აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო სხვა ინდუსტრიებში ასეთი შეკვეთების რაოდენობა იყო 16355, რაც 53%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. „ეს არ ნიშნავს, რომ მანქანათმშენებლობა შენელდა, იგი ზრდას აგრძელებს. თუმცა სხვა საწარმოო სფეროები - მეტალურგიიდან კვების პროდუქტების წარმოებამდე - კიდევ უფრო სწრაფად იზრდება“ - მიიჩნევს Jeff Burnstein. https://tinyurl.com/2bdchywc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.