Magdalena Posted November 15, 2021 Posted November 15, 2021 Huawei-მ 17 ნოემბრისთვის დაგეგმა ღონისძიება, რომელზეც წარადგენს მთელ რიგ ახალ პროდუქტებს, მათ შორის იქნება სმარტ-საათი Watch GT Runner. ახლახანს კომპანიამ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის პორტატული კომპიუტერი „ორი ერთში“ MateBook E. ფოტოს წყარო: Huawei რაც შეეხება ფორმ-ფაქტორს, მოწყობილობა წარმოადგენს პლანშეტს მიერთებადი კლავიატურით, რაც მას ლეპტოპად აქცევს. სერია MateBook E არ განახლებულა 2019 წლიდან. სერიის ბოლო წარმომადგენელი აგებულია ჩიპსეტ Snapdragon 850-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს Snapdragon 845 ჩიპის ვერსიას პლანშეტებისთვის. Huawei-ს მიერ გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით მომავალი თაობის კომპიუტერი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. ფოტოდან აგრეთვე ჩანს მეტად წვრილი ჩარჩოთი შემოსაზღვრული დისპლეი. მოწყობილობას ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის და აქტიურ სტილუს M Pencil-ის მხარდაჭერა. კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები და საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2vrsnnvf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.