Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანია BOE Display სმარტფონებისთვის განკუთვნილი დისპლეების ცნობილი მწარმოებელია. გასულ წლამდე იგი LG-ს ჩამორჩებოდა LCD დისპლეების მიწოდების მოცულობით, ამჟამად კი პირველ ადგილზე მსოფლიო რეიტინგში - კომპანია ფოკუსირდა OLED-დისპლეების წარმოებაზე, ასევე იგი ორიენტირებულია LCD-თან შედარებით უფრო პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: boe.com 

კერძოდ, კომპანია აქტიურად ვითარდება AMOLED-დისპლეების ბაზარზე. პირველად დრეკადი AMOLED-პანელები მან 2017 წელს წარადგინა და მას შემდეგ მასიურად აწარმოებს. ინვესტორებისთვის განკუთვნილი უახლესი ანგარიშის თანახმად მსგავსი დისპლეების მიწოდების მასშტაბი ზრდას განაგრძობს. 

BOE-ს მონაცემების თანახმად კომპანიამ მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში განახორციელა დაახლოებით 40 მილიონი დრეკადი AMOLED-დისპლეის მიწოდება. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა კომპანიის ინფორმაციის მიხედვით შესამჩნევი ზრდა შეინიშნება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

BOE მრავალპროფილიანი ჰოლდინგია, რომლისთვისაც დისპლეების წარმოება პრიორიტეტულია, თუმცა არ წარმოადგენს ერთადერთ ამოცანას. პარალელურად კომპანია აწარმოებს და შვებს სენსორებსა და სმარტ-გადაწყვეტილებებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, სამედიცინო აღჭურვილობას და პროდუქტებს ბევრი სხვა სფეროსთვის. 

დისპლეების ბაზარზე კომპანია არის სმარტფონების, ლეპტოპების, მონიტორების, ტელევიზორების, ტრანსპორტის, ელექტრონული მანიშნებლების, თან სატარებელი ელექტრონიკის და ნებისმიერი სხვა ისეთი სისტემისთვის მომწოდებელი, რომელსაც ეკრანი გააჩნია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.