Magdalena Posted November 11, 2021 Posted November 11, 2021 კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შექმნა წარმოებაში პირველი 14-ნანომეტრიანი Low Power Double Data Rate 5X (LPDDR5X) DRAM სტანდარტის 16 გბ მეხსიერების ჩიპები. ფოტოს წყარო: Samsung დაანონსებული პროდუქტები ორიენტირებულია მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, სერვერებზე, საავტომობილო პლატფორმებსა და ა.შ. LPDDR5X მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 8.5 გბ/წმ სიჩქარით. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ მეტია LPDDR5 მეხსიერების სიჩქარეზე, რომლის შედეგია 6.4 გბ/წმ. 14-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მეხსიერების ენერგომოხმარება შემცირდა 20%-ით LPDDR5 სტანდარტის პროდუქტებთან შედარებით. 16 გბ LPDDR5X ჩიპების ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ოპერატიული მეხსიერების მოდულები 64 გბ-მდე მოცულობით. მიიჩნევა, რომ ახალი მეხსიერება ხელს შეუწყობს „ციფრული რეალობის“ კონცეფციის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, მანქანური სწავლებისა და შერეული რეალობის (AR) დანერგვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. https://tinyurl.com/2es5ka44 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.