Magdalena Posted November 10, 2021 Posted November 10, 2021 კანადურმა სავაჭრო ობიექტებმა დაიწყეს თავიანთ ქსელებში ჯერ კიდევ დაუანონსებელი, Intel Alder Lake პროცესორების უმცროსი მოდელების დამატება. ინტერნეტ-დეტექტივმა momomo_us-მა ერთ-ერთ მათგანში აღმოაჩინა Core i7-12700F, Core i5-12400F და Core i5-12400 მოდელების ფასები. მითითებულ ჩიპებს არ აქვს განბლოკილი მულტიპლიკატორები, F-ვერსიებს კი ასევე არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვები. ერთ-ერთი რითეილერის მონაცემებით, Core i7-12700F მოდელის ფასი 445 კანადურ დოლარს შეადგენს (365 აშშ დოლარი). ამრიგად, ეს ჩიპი იქნება დაახლოებით 75 კანადური დოლარით (69 $) იაფი K-ვერსიის პროცესორთან შედარებით, რომელიც გაყიდვაში უკვე გამოვიდა. Core i5-12400F მოდელი შეფასებულია 249 კანადურ დოლარად (200 აშშ დოლარი), Core i5-12400 ვერსია კი - 287 კანადურ დოლარად, ანუ 230 აშშ დოლარად. ორივე მათგანი წინამორბედებთან შედარებით ძვირია, რომელთა ფასია 157 და 187 აშშ დოლარი, შესაბამისად. ფოტოს წყარო: momomo_us გარდა ამისა, გამოჩნდა ინფორმაცია Alder Lake თაობის Core i3 სერიის პირველი წარმომადგენლის შესახებ. მოდელი Core i3-12100F, რომელსაც აქვს ოთხი მაღალი წარმადობის P-ბირთვი 8 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, რითეილერის მიერ შეფასებულია 148 კანადურ დოლარად, რაც დაახლოებით 120 აშშ დოლარია. სავაჭრო ობიექტმა აგრეთვე მიუთითა წარმოდგენილი ჩიპების საბაზისო სიხშირეც, რაც სავსებით სარწმუნოა, რომ მაღალი წარმადობის P-ბირთვებს უკავშირდება. რადგანაც მე-12 თაობის Intel Core პროცესორების უმცროსი მოდელების მახასიათებლები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ჯერჯერობით არაოფიციალურ ცნობებს თუ დავეყრდნობით. ქვემოთ წარმოდგენილია ჩიპების სავარაუდო კონფიგურაციები, აგრეთვე უმცროსი მოდელების ტაქტის სიხშირეები 3DCenter.org-ის ვერსიით. ფოტოს წყარო: 3DCenter.org Alder Lake თაობის უმცროსი მოდელების ოფიციალური ანონსი მომდევნო წლის იანვარში შედგება. https://tinyurl.com/24uuwyfv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.