Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გამოვა ოდესმე დასაკეცი Google Pixel? უამრავი მოარული ხმა არსებობს, ასევე ხელმისაწვდომია Android-ის კოდი, რომელიც მიუთითებს, რომ Google აპირებს დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას. გარდა ამისა, არსებობს განცხადება Android-ის გამოშვების შესახებ, რაც დასაკეც მოწყობილობაზე იქნება ორიენტირებული. 9to5Google-ის ცოტა ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოვა დასაკეცი Pixel უკვე ცნობილი კამერით. ინსაიდერების თქმით, აპლიკაცია Google Camera-ს კოდში არსებობს სტრიქონი: "ispixel2022Foldable". ფაქტია, რომ Google Camera-ში შესაძლებელია მოწყობილობის გამოსვლის საკმაოდ ზუსტის თარიღის გაგება: Pixel 4-ის გამოსვლის წინ აპლიკაციაში ჩანდა ასეთი სტრიქონები: "Ispixel2019midrange" და "ispixel2019". 

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ Google-მა დააანონსა Android 12L, განახლება Android-ისთვის, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტებსა და დასაკეც მოწყობილობებზე. Android-დეველოპერების გუნდი პირობას დებს, რომ ახალი პროგრამული და აპარატული განახლება ერთობლივად შემუშავდება. Android 12L უნდა გამოვიდეს 2022 წლის მარტში, ასე რომ Google Pixel Foldable დიდი ალბათობით ამავე პერიოდში გამოვა. 

Google camera-დან გაჟონილი ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს გარკვეულ ცნობებს კამერის შესახებ: დასაკეც Pixel-ს არ ექნება Pixel 6-ის ახალი კამერები. კაილ ბრედშოუ 9to5Google-დან აცხადებს, რომ მოწყობილობას ექნება იგივე კამერა, რაც მოცემულია გასული წლის Pixel 5-ში დროში გამოცდილ და საიმედო სენსორ Sony IMX363-ის ჩათვლით. როგორც ცნობილია, მოწყობილობაში მოცემული იქნება ორი უკანა კამერა (ისევე, როგორც Pixel 5-ში), ერთი ფრონტალური და ერთიც - შიდა კამერა. 

უფრო ადრეული კამერების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დასაკეცი მოწყობილობების სამყაროში, რადგანაც ეს მოწყობილობები უფრო მეტად ორიენტირებულია მედია კონტენტსა და წარმადობაზე, ვიდრე ფოტოგადაღებაზე. Samsung Galaxy Z Fold 3-ს შედარებით ცუდი კამერები აქვს, ვიდრე ფლაგმანურ Galaxy S21 Ultra-ს; Fold 3-ს აქვს სამი მსგავსი 12-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ნაცვლად S21 Ultra-ს ოთხი უკანა კამერისა, რომლებშიც შედის ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი სენსორი და პერისკოპის ტელეობიექტივი. კამერის მოდულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია მოწყობილობის სისქესთან. 

image.jpeg 

ბევრ მომხმარებელს არ მოსწონს თხელი სმარტფონები (უფრო მსხვილ მოწყობილობებს, როგორც წესი, ავტონომიური მშაობის უფრო დიდი დრო აქვთ), თუმცა დასაკეცი მოწყობილობების შემხვევაში სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს: დაკეცვისას მოწყობილობის სისქე ორმაგდება. ამრიგად, Pixel 6-ის სისქე კამერების პანელის ჩათვლით 12 მილიმეტრია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ორი Pixel 6-ის ზომის მოწყობილობა დაკეცვის შემდეგ 24-მილიმეტრიან „აგურად“ გადაიქცევა. ვინაიდან კამერები სმარტფონის ყველაზე მოცულობითი კომპონენტია, კამერების რაოდენობის შემცირება მარტივი გზაა უფრო თხელი მოწყობილობის მისაღებად. Samsung-ის მაგალითზე, S21 Ultra-ს სისქე 8.9 მმ-ია, 2 მმ კამერით ზემოდან იმ დროს, როდესაც Fold 3-ის თითოეული ნახევრის სისქე 6.9 მმ-ს შეადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.