Magdalena Posted November 4, 2021 Posted November 4, 2021 კომპანია Samsung-მა სერიოზული ფსონი დადო დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ახალი ფორმ-ფაქტორი მეინსტრიმად აქციოს. ამჟამად კომპანია ყიდის ორ მოდელს, ესენია შედარებით მოზრდილი Galaxy Z Fold 3 და დასაკეცი Galaxy Z Flip 3. მეორე მათგანის რეკლამირებისთვის ამჟამად უჩვეულო აქცია მიმდინარეობს. drdenim.com.au Samsung Galaxy Z Flip 3 დაკეცილ მდგომარეობაში საკმაოდ მარტივად თავსდება ჯინსის ჯიბეში - დიდი ზომის მოდელების ტარება არც ისე კომფორტულია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ნარჩუნდება დისპლეების ზომაში მატების ტენდენცია. Galaxy Z Flip სერიის პოპულარიზაციისთვის კომპანია Samsung-მა ძალისხმევა გააერთიანა ჯინსების ავსტრალიურ მწარმოებელ Dr. Denim-თან - დაიწყო შეზღუდულ სერია Z Flip Pocket Denim-ის გაყიდვა, დაგეგმილია მხოლოდ 450 წყვილის რეალიზება. ტანსაცმლის ფასია 1499 $, და მთავარი - ჯინსებთან ერთად კომპლექტში შედის სმარტფონი Galaxy Z Flip 3. ჯინსს წინა ჯიბეებზე დიდი Z აქვს დაკერებული. წინ არის გამოყოფილი ჯიბე მუხლს ოდნავ ზემოთ, რომელიც იდეალურია დასაკეცი Samsung სმარტფონის განთავსებისთვის. მოდელი, რომელიც შეიქმნა Samsung-ისა და Dr. Denim-ის მიერ, გამოდის მამაკაცებისა და ქალებისთვის განკუთვნილ ვარიანტებად და ხელმისაწვდომია ავსტრალიური მწარმოებლის ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/4ycppryy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.