Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა სერიოზული ფსონი დადო დრეკაი დისპლეების მქონე სმარტფონებზე და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ახალი ფორმ-ფაქტორი მეინსტრიმად აქციოს. ამჟამად კომპანია ყიდის ორ მოდელს, ესენია შედარებით მოზრდილი Galaxy Z Fold 3 და დასაკეცი Galaxy Z Flip 3. მეორე მათგანის რეკლამირებისთვის ამჟამად უჩვეულო აქცია მიმდინარეობს. 

image.jpeg 

drdenim.com.au 

Samsung Galaxy Z Flip 3 დაკეცილ მდგომარეობაში საკმაოდ მარტივად თავსდება ჯინსის ჯიბეში - დიდი ზომის მოდელების ტარება არც ისე კომფორტულია განსაკურებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ნარჩუნდება დისპლეების ზომაში მატების ტენდენცია. 

Galaxy Z Flip სერიის პოპულარიზაციისთვის კომპანია Samsung-მა ძალისხმევა გააერთიანა ჯინსების ავსტრალიურ მწარმოებელ Dr. Denim-თან - დაიწყო შეზღუდულ სერია Z Flip Pocket Denim-ის გაყიდვა, დაგეგმილია მხოლოდ 450 წყვილის რეალიზება. ტანსაცმლის ფასია 1499 $, და მთავარი - ჯინსებთან ერთად კომპლექტში შედის სმარტფონი Galaxy Z Flip 3. 

ჯინსს წინა ჯიბეებზე დიდი Z აქვს დაკერებული. წინ არის გამოყოფილი ჯიბე მუხლს ოდნავ ზემოთ, რომელიც იდეალურია დასაკეცი Samsung სმარტფონის განთავსებისთვის. მოდელი, რომელიც შეიქმნა Samsung-ისა და Dr. Denim-ის მიერ, გამოდის მამაკაცებისა და ქალებისთვის განკუთვნილ ვარიანტებად და ხელმისაწვდომია ავსტრალიური მწარმოებლის ვებ-გვერდზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.