Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე კვირაში Tesla-მ ნიდერლანდებში აამოქმედა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში საკუარი Supercharger დამტენი სადგურების ქსელის გამოყენების უფლება მისცა სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანათმშენებელი კომპანია თავისი დამტენი სადგურებისკენ გზას უხსნის სხვა კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. 

image.jpeg 

Tesla- გენერალური დირექტორი ლონ მასკი წლების განმავლობაში საუბრობდა სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის Supercharger სადგურების ფართო ქსელის გახსნაზე და მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო ძირითადი დეტალების გამოვლენა, თუ როგორ იმუშავებს ეს იდეა. კომპანია უკვე მზად არის პროექტი რეალობად აქციოს. 

პირველ ეტაპზე ნიდერლანდებში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ათი Supercharger სადგური გარე მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის. მათმა მფლობელებმა უნდა ჩამოტვირთონ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Tesla-ს აპლიკაციის უახლესი ვერსია, რათა თავიანთი ტრანსპორტის Supercharger-ით დამუხტვაზე წვდომა მიიღონ. აპლიკაციის გაშვების შემდეგ მომხმარებლები დაინახავენ პუნქტს „დამუხტე შენი არა-Tesla პროდუქტი“, რომელიც მას საშუალებას მისცემს იპოვოს პროგრამაში მონაწილე უახლოესი დამტენი სადგური. 

image.jpeg 

პროექტის საწყის წერტილად ნიდერლანდების არჩევა გასაკვირი არ არის. მასკმა ადრე განაცხადა, რომ ექსპერიმენტი, დიდი ალბათობით, ევროპაში დაიწყებოდა, სადაც დამტენი სადენების კონექტორები სტანდარტიზებულია. ნიდერლანდებს მალე მიჰყვება ევროპის სხვა ქვეყნები, სანამ Tesla აშშ-ში დაუშვებს გარე მწარმოებლების მიერ Supercharger-ზე წვდომას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში Tesla იყენებს სპეციალიზებულ კონექტორს ელექტრომობილების დასამუხტად, ამიტომ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელებს გადამყვანში თანხის გადახდა მოუწევთ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.