Magdalena Posted November 3, 2021 Posted November 3, 2021 მიმდინარე კვირაში Tesla-მ ნიდერლანდებში აამოქმედა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში საკუთარი Supercharger დამტენი სადგურების ქსელის გამოყენების უფლება მისცა სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანათმშენებელი კომპანია თავისი დამტენი სადგურებისკენ გზას უხსნის სხვა კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი წლების განმავლობაში საუბრობდა სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის Supercharger სადგურების ფართო ქსელის გახსნაზე და მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო ძირითადი დეტალების გამოვლენა, თუ როგორ იმუშავებს ეს იდეა. კომპანია უკვე მზად არის პროექტი რეალობად აქციოს. პირველ ეტაპზე ნიდერლანდებში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ათი Supercharger სადგური გარე მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის. მათმა მფლობელებმა უნდა ჩამოტვირთონ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Tesla-ს აპლიკაციის უახლესი ვერსია, რათა თავიანთი ტრანსპორტის Supercharger-ით დამუხტვაზე წვდომა მიიღონ. აპლიკაციის გაშვების შემდეგ მომხმარებლები დაინახავენ პუნქტს „დამუხტე შენი არა-Tesla პროდუქტი“, რომელიც მას საშუალებას მისცემს იპოვოს პროგრამაში მონაწილე უახლოესი დამტენი სადგური. პროექტის საწყის წერტილად ნიდერლანდების არჩევა გასაკვირი არ არის. მასკმა ადრე განაცხადა, რომ ექსპერიმენტი, დიდი ალბათობით, ევროპაში დაიწყებოდა, სადაც დამტენი სადენების კონექტორები სტანდარტიზებულია. ნიდერლანდებს მალე მიჰყვება ევროპის სხვა ქვეყნები, სანამ Tesla აშშ-ში დაუშვებს გარე მწარმოებლების მიერ Supercharger-ზე წვდომას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში Tesla იყენებს სპეციალიზებულ კონექტორს ელექტრომობილების დასამუხტად, ამიტომ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელებს გადამყვანში თანხის გადახდა მოუწევთ. https://tinyurl.com/w32p3z2c Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.