Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კრიპტოვალუტების სფეროში აღსრულების ეროვნული ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ფედერალური ელისუფლების ვებ-გვერდზე 

განცხადების თანახმად ახალი თანამშრომელი უხელმძღვანელებს „გამოცდილ პროკურორთა ჯგუფს, რომლებიც იძიებენ და აწარმოებენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საქმეებს“. ხელფასი იქნება 144128-დან 172500 აშშ დოლარამდე წელიწადში, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. 

„დირექტორი ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულების ძიების მხარდაჭერაზე და უხელმძღვანელებს დეპარტამენტის ძალისხმევას - შეამციროს ციფრული აქტივების კრიმინალური იარაღის სახით გამოყენების მცდელობები“, - ნათქვამია აღწერილობაში. 

საქმიანობა გულისხმობს კავშირს აშშ-ს პროკურატურასთან, საგამოძიებო, ფედერალურ და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე FinCEN-თან, SEC-სა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. 

ოქტომბრის დასაწყისში გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკომ გამოაცხადა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც გააძლიერებს სტრუქტურის უნარს - ებრძოლოს ისეთ ფინანსურ ბაზრებს, რომლებიც კიბერკრიმინალებს აყვავების საშუალებას აძლევს. 

სექტემბერში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა რიგ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰაკერების მისამართით ბრძოლას, რომლებიც დგანან გამოსასყიდის გამომძალველი პროგრამების უკან. 

მანამდე აშშ-ს სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობასთან ურთიერთობის კომიტეტის წევრმა მეგი ჰასანმა წერილით მიმართა მელ რიგ ინსტიტუტებს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა გამომძალველი პროგრამების მიერ გამოსასყიდის სახით კრიპტოვალუტების გამოყენების შესახებ.   

FinCEN-მა ისაუბრა 2021 წელს გამოსასყიდი პროგრამების აქტივობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდის შესახებ - პირველ ექვს თვეში მათმა რიცხვმა 635-ს მიაღწია. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.