Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-მ წარადგინა Redmi Note 11 სერიის სმარტფონები. სერიაში შევიდა სამი მოწყობილობა: Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro+. ორ უფროს მოდელს აქვს თანამედროვე დიზაინი ბრტყელი კიდეებით ბოლო თაობის iPhone-ის მსგავსად. Note 11-ს მომრგვალებული კიდეები აქვს. 

image.jpeg 

Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ რსიებს 6.67-დუიმიანი AMOLED-მატრიცები აქვთ Full HD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. აპარატული პლატფორმის სახით ორივე მათგანში გამოყენებულია ჩიპსეტი MediaTek Dimensity 920, რომელიც მუშაობს 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 ან 256 გბ-ს მოდიფიკაციის მიხედვით. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ სმარტფონების ძირითად კამერაში შედის 108+8+2-მეგაპიქსელიანი სენსორები, სელფი კამერის სახით გამოყენებულია 16-მეგაპიქსელიანი სენსორი. 

image.jpeg 

Note 11 Pro მოდელს აქვს 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. უფროს მოდელში წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელი 15 წუთში იმუხტება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის წყალობით. ეს გახლავთ მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება, აგრეთვე IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. ორივე სმარტფონს აქვს NFC მოდული და JBL-ის სტერეოდინამიკები. 

image.jpeg 

 

საბაზისო მოდელი Redmi Note 11 დამყარებულია ჩიპსეტ MediaTek Dimensity 810-ზე. ჩიპი მუშაობს 4, 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ. ძირითადი კამერა 50-მეგაპიქსელიანია, აგრეთვე მოცემულია დამხმარე 8 და 2 მპ სენსორები. IPS-ეკრანი 6.6-დუიმიანია Full HD+ გაფართოებითა და კადრის განახლების 90-ჰერციანი სიხშირით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

Redmi Note 11 

საბაზისო მოდელ Redmi Note 11-ის ფასი იქნება 187-დან 256 აშშ დოლარამდე ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობიდან გამომდინარე. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ცისფერ, მწვანე და შავ ფერებში. Redmi Note 11 Pro მოდელი გამოვა მწვანე, შავ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი 250-დან 328 აშშ დოლარამდეა. Redmi Note 11 Pro+ ვერსიის ფასი შეადგენს 312-დან 359 აშშ დოლარს, ხელმისაწვდომი იქნება მისი მწვანე, შავი და იისფერი ვარიანტები. 

image.jpeg 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.