Magdalena Posted October 30, 2021 Posted October 30, 2021 Xiaomi-მ წარადგინა Redmi Note 11 სერიის სმარტფონები. სერიაში შევიდა სამი მოწყობილობა: Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro+. ორ უფროს მოდელს აქვს თანამედროვე დიზაინი ბრტყელი კიდეებით ბოლო თაობის iPhone-ის მსგავსად. Note 11-ს მომრგვალებული კიდეები აქვს. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ ვერსიებს 6.67-დუიმიანი AMOLED-მატრიცები აქვთ Full HD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. აპარატული პლატფორმის სახით ორივე მათგანში გამოყენებულია ჩიპსეტი MediaTek Dimensity 920, რომელიც მუშაობს 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 ან 256 გბ-ს მოდიფიკაციის მიხედვით. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ სმარტფონების ძირითად კამერაში შედის 108+8+2-მეგაპიქსელიანი სენსორები, სელფი კამერის სახით გამოყენებულია 16-მეგაპიქსელიანი სენსორი. Note 11 Pro მოდელს აქვს 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. უფროს მოდელში წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც 15 წუთში იმუხტება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის წყალობით. ეს გახლავთ მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება, აგრეთვე IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. ორივე სმარტფონს აქვს NFC მოდული და JBL-ის სტერეოდინამიკები. საბაზისო მოდელი Redmi Note 11 დამყარებულია ჩიპსეტ MediaTek Dimensity 810-ზე. ჩიპი მუშაობს 4, 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ. ძირითადი კამერა 50-მეგაპიქსელიანია, აგრეთვე მოცემულია დამხმარე 8 და 2 მპ სენსორები. IPS-ეკრანი 6.6-დუიმიანია Full HD+ გაფართოებითა და კადრის განახლების 90-ჰერციანი სიხშირით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. Redmi Note 11 საბაზისო მოდელ Redmi Note 11-ის ფასი იქნება 187-დან 256 აშშ დოლარამდე ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობიდან გამომდინარე. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ცისფერ, მწვანე და შავ ფერებში. Redmi Note 11 Pro მოდელი გამოვა მწვანე, შავ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი 250-დან 328 აშშ დოლარამდეა. Redmi Note 11 Pro+ ვერსიის ფასი შეადგენს 312-დან 359 აშშ დოლარს, ხელმისაწვდომი იქნება მისი მწვანე, შავი და იისფერი ვარიანტები. https://tinyurl.com/85errrzr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.