Jump to content

Intel-ის ხელმძღვანელმა აშშ-ის ხელისუფლებას განუმარტა, რომ 52 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის სუბსიდია საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ დაეწიონ და გაუსწრონ ჩინეთს


Recommended Posts

Posted

Guardian Mag-ის ინფორმაციით, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდიები აშშ- ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით წარმოებული ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების წილის გაზრდის თვალსაზრისით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

თუკი ადრე შეერთებულ შტატებს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა მსოფლიოში ჩიპების წარმოების მოცულობის მესამედზე, ახლა იგი მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება. სწორედ შიდა წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების მისია, როგორც Intel-ის ხელმძღვანელი თვლის: „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ჩვენი პროდუქცია იყოს აზიასთან შედარებით 30 ან 40%-ით ძვირი“. კორპორაცია მზადაა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯოს საკუთარი წარმოების გაზრდისთვის, თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერით ამას Intel სწრაფად მოახერხებს. 

რეალურად, გელსინგერის აზრით, აშშ-ს კანონმდებლების მიერ გამოყოფილი 52 მილიარდი აშშ დოლარი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მომავალ წლებში აზიელ კონკურენტებ დაეწიოს. სამომავლოდ ასეთი სუბსიდიების ორი რაუნდი იქნება საჭირო  ცხადებს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.