Magdalena Posted October 20, 2021 Posted October 20, 2021 დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ Intel Alder Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე თვეში შედგებოდა. ამჯერად გამოჩნდა ანონსის თარიღის, აგრეთვე მიმოხილვებზე ემბრაგოს მოხსნის ოფიციალური დადასტურება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტის სახით, რომელზე წვდომა მიიღო პორტალ Wccftech-მა. წყაროს თანახმად, კომპანია Intel Alder Lake დესკტოპ ჩიპების ტოპ-ვარიანტებს წარადგენს ღონისძიება Innovation event-ზე 27 და 28 ოქტომბერს. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Intel დეტალურად ისაუბრებს Core i9-12900K, 12900KF, Core i7-12700K, 12700KF, Core i5-12600K და Core i5-12600KF პროცესორების მახასიათებლებზე, ფასებსა და წარმადობაზე. კომპანია აგრეთვე ისაუბრებს პლატფორმა Z690-ის ძირითად მახასიათებლებზე. H670, B660 და H610 პროცესორებისა და ჩიპსეტების დანარჩენი ხაზი სავარაუდოდ CES 2022-ზე დაანონსდება. ზემოთხსენებული პროცესორები Z690 დედა დაფებთან ერთად 4 ნოემბრიდან გაიყიდება, ამავე დროს მოეხსნება ემბარგო პროცესორების მიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ სამომავლო პლატფორმა მომხმარებლებს შესთავაზებს ჰიბრიდულ პროცესორებს მაღალი წარმადობის Golden Cove ბირთვებისა და ენერგოეფექტური Gracemont ბირთვების კომბინაციით. გარდა ამისა, Alder Lake პროცესორების სერიას ექნება DDR5 ოპერატიული მეხსიერებისა და უახლესი PCIe Gen 5 ინტერფეისის მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ იმ დედა დაფებთან ერთად, რომლებიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Z690 ჩიპსეტზე. https://tinyurl.com/56v55m7u Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.