Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ Intel Alder Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე თვეში შედგებოდა. ამჯერად გამოჩნდა ანონსის თარიღის, აგრეთვე მიმოხილვებზე ემბრაგოს მოხსნის ოფიციალური დადასტურება. 

image.png 

ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტის სახით, რომელზე წვდომა მიიო პორტალ Wccftech-მა. წყაროს თანახმად, კომპანია Intel Alder Lake დესკტოპ ჩიპების ტოპ-ვარიანტებს წარადგენს ღონისძიება Innovation event-ზე 27 და 28 ოქტომბერს. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Intel დეტალურად ისაუბრებს Core i9-12900K, 12900KF, Core i7-12700K, 12700KF, Core i5-12600K და Core i5-12600KF პროცესორების მახასიათებლებზე, ფასებსა და წარმადობაზე. კომპანია აგრეთვე ისაუბრებს პლატფორმა Z690-ის ძირითად მახასიათებლებზე. H670, B660 და H610 პროცესორებისა და ჩიპსეტების დანარჩენი ხაზი სავარაუდოდ CES 2022-ზე დაანონსდება. 

ზემოთხსენებული პროცესორები Z690 დედა დაფებთან ერთად 4 ნოემბრიდან გაიყიდება, ამავე დროს მოეხსნება ემბარგო პროცესორების მიმოხილვას. 

შეგახსენებთ, რომ სამომავლო პლატფორმა მომხმარებლებს შესთავაზებს ჰიბრიდულ პროცესორებს მაღალი წარმადობის Golden Cove ბირთვებისა და ენერგოეფექტური Gracemont ბირთვების კომბინაციით. გარდა ამისა, Alder Lake პროცესორების სერიას ექნება DDR5 ოპერატიული მეხსიერებისა და უახლესი PCIe Gen 5 ინტერფეისის მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ იმ დედა დაფებთან ერთად, რომლებიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Z690 ჩიპსეტზე. 

Posted

 რამდენ ნანომაკრონზე იქნება?

Posted

10 nano

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.