Magdalena Posted October 19, 2021 Posted October 19, 2021 ინსტიტუციონალურმა პლატფორმა Bakkt-მა განაცხადა, რომ დაასრულა SPAC VPC Impact Acquisition Holdings-თან გაერთიანების პროცესი. 18 ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ტიკერით - BKKT. „ბიზნესის გაერთიანების შესახებ გარიგების დასრულება გვაძლევს აუცილებელ კაპიტალს, რათა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ყველაზე უკეთ ვაკეთებთ - ეს ინოვაციებია. ჩვენ კვლავ ორიენტირებულნი ვართ მეტი ფართო პარტნიორული ეკოსისტემის შექმნაზე, აგრეთვე ციფრული აქტივების დიაპაზონის გაფართოებაზე, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა გევინ მაიკლმა. 14 ოქტომბერს VPC Impact Acquisition Holdings-ის აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე დაამტკიცეს Bakkt-თან შერწყმა. ამომრჩეველთა 85%-მა მხარი დაუჭირა გარიგებას. გარიგებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 448 მილიონი აშშ დოლარი, თანხები გამოყენებული იქნება პლატფორმის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგული ძალისხმევისათვის. გაერთიანებული კომპანიების ღირებულებაა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი. Bakkt-მა SPAC-თან შერწყმა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. ინიციატივის ფარგლებში პლატფორმამ გენერალურ დირექტორად დანიშნა გევინ მაიკლი, რომელსაც ადრე Citibank-ის სამომხმარებლო განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფინანსურმა კორპორაცია Intercontinental Exchange-მა, რომელიც NYSE-ს ფლობს, Bakkt წარადგინა 2018 წელს. პლატფორმა განკუთვნილია ოფციონებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და მიწოდების Bitcoin-ფიუჩერსებისთვის. მიმდინარე წლის მარტში Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენის და გაყიდვის საშუალებას იძლევა. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია iOS- და Android-პლატფორმებზე. ივლისში კომპანია Block.One-ის პროექტ EOS-ის ავტორმა, კრიპტო ბირჟა Bullish-ის ოპერატორმა განაცხადა SPAC-თან შერწყმის შესახებ. სტრუქტურების გაერთიანების ღირებულება დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. https://tinyurl.com/3ay5wpm3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.