Magdalena Posted October 12, 2021 Posted October 12, 2021 კომპანია AMD-მ შეიმუშავა ღია კოდის მქონე ტექნოლოგია GPUFORT, რათა დეველოპერებს მიაწოდოს NVIDIA CUDA-ს ალტერნატივა. ტექნოლოგია GPUFORT თავდაპირველად წარმოადგენდა Radeon Open Ecosystem-ის (ROCm) ფარგლებში შექმნილ კვლევით პროექტს, როგორც „წყაროდან წყარომდე“ თარგმნის სისტემა. ამ ეტაპზე კომპანია AMD კონცენტრირდა CUDA Fortran კოდის პროგრამულ ნაწილზე C და C++ ენებზე. CUDA-ს კოდის დიდი ბაზა ურთიერთქმედებს Python-ის კოდთან არაავტომატურ პროცესში GPUFORT-ის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ GPUFORT ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზე იმყოფება, მას უკვე შეუძლია სინტაქსისის შემოწმების შესრულება. პროექტს შეუძლია წარმატებით გარდაქმნას CUDA კოდი და Radeon Open Ecosystem-თან თავსებადი მაღალი წარმადობის კომპიუტერული (HPC) პროგრამები Python-ის კოდის ბაზის გამოყენებით. თუმცა GPUFORT-ს გარკვეული სირთულეები აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა OpenACC-ის სრული სტანდარტის გამოყენება, კოდის ნაწილის განსაზღვრა, აგრეთვე ციკლების რეორგანიზაცია. პროექტ GPUFORT-ის ღია კოდი გამოქვეყნდა GitHub-ზე MIT ლიცენზიით. https://bit.ly/3lvja1J 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.