Beka_Tchighladze Posted October 6, 2021 Posted October 6, 2021 გამარჯობათ, ვეძებ ყურსასმენს და მიკროფონს ერთად ან ცალცალკე, მთავარია კარგი იყოს და სუფთა ხმა ქონდეს ბიუჯეტი ბევრი არა $100-150, მიკროფონი წმინდად უნდა გამოცემდეს ხმას და არ შრიალებდეს და ფხიკინებდეს რას მირჩევთ?
Harmony Lines Posted October 6, 2021 Posted October 6, 2021 შიშინი ყველა მიკრაფონს დაყვება ეგ ოთახის სივრცისგან გამოცემული ხმაა რომელსაც მიკრაფონი აღიქვამს და გადმოგცემს, ატრიბუტული დაცვა მაგისგან არის ერთი ფილტრი იყიდო რომელსაც დაუყენებ და მეორე პროგრამულად დაამუშავო ისე მიკრაფონის ლაინი რომ მაქსიმალურად დააგდო ეგ შიშინის ხმა... ნორმალური ხარისხის პოდკასტ სეტაპისთის დაგჭირდება: 1. აუდიო ინტერფეისი 2. კარგი ხარისხის XLR კაბელები, სტუდიური ყურსასმენები და კონდენსორული მიკრაფონები... ბიუჯეტურად თუ გინდა მიიღო საკმაოდ კარგი ხარისხი, აუდიო ინტერფეისს რაც შეეხება: behringer u-phoria UMC202HD გეყოფა სრულიად. მიკრაფონი Behringer C1 დაგჭირდება. ყურსასმენებს რაც შეეხება შედარებით ბიუჯეტურებიდან: Samson SR850, AKG Pro K72, shure SRH240A... ეს არის მინიმალური სეტაპი მოკლედ რომ სახლის პირობებში საკმაოდ ხარისხიანი ხმა მოაწყო, სტარტაპია მოკლედ, დანარჩენი ბიუჯეტისდა მიხედვით გათვალე მოკლედ...
Beka_Tchighladze Posted October 7, 2021 Author Posted October 7, 2021 ეგ აუდიო ინტერფეისი რას აკეთებს ვერ გავიგე კარგად გარდა იმისა რომ 2 ან მეტი მიკროფონი დააერთო და რა განსხვავებაა კონდენსორულ მიკროფონებში. დიდად ვერ ვერკვევი აუდიოში უბრალოდ რაც არუნდა საინტერესო თემა გქონდეს და კარგი აუდიო არ გიდევს ძალიან ბანძდება, და მინდა ცოტა გავერკვე.
Harmony Lines Posted October 7, 2021 Posted October 7, 2021 აუდიო ინტერფეისი არის მოწყობილობა რომელიც სხვადასხვა აუდიო მოწყობილობისგან წამოსულ სიგნალს გარდაქმნის ფორმატად, რომელსაც შემდეგ კომპიუტერი სხვადასხვა სოფთვეარის მხარდაჭერით ე.წ. DAW-თი აღიქვამს და გასმენინებს, სტუდიური მონიტორების, ყურსასმენების დახმარებით და ა.შ. აუდიო ინტერფეისს გააჩნია ლაინები და ამ ლაინებში აერთებს ხვადასხვა მოწყობილობებს, მიკრაფონებს, ყურსასმენებს და ა.შ. ამ ყველაფერს ახდენ XLR სტანდარტით რომელიც ბევრად ზუსტ ბგერას გასმენინებს ვიდრე ქრინჯი USB. პლიუს ჩაწერასთან ერთად და პოსტ მასტერ მიქსინგის პროცესის გარდა, ზუსტად ლაივ რეჟიმში მონიტორინგისთვის, ჩაწერისთვის და გახმოვანებისთვის იყენებენ სტუდიები. განსხვავება დინამიკურ და კონდენსატორულ მიკროფონს შორის არის დინამიური მიკროფონი უკეთესია ხმამაღალი, ძლიერი ბგერების (დრამი ან ხმამაღალი ვოკალი) გადასაღებად, განსაკუთრებით ცოცხალ გარემოში, ხოლო კონდენსატორული მიკროფონი გამოიყენება უფრო დელიკატური ბგერების და უფრო მაღალი სიხშირის გადასაღებად (სტუდიაში ვოკალის ჩასაწერად მაგალითად).
Beka_Tchighladze Posted October 8, 2021 Author Posted October 8, 2021 ამ მაღაზიაში შენი აზრით კარგი პროდუქტია? ძაან გაძვირდა ტრანსპორტირება და აქ რომ ვიყიდო სადმე ხომ არ იცი მაღაზია სადაც ავაწყობ აუდიოს.
Harmony Lines Posted October 8, 2021 Posted October 8, 2021 მანდ მეორადებიც აქვთ და ახლებიც, ამიტომ ჯეოვოისში ჯობს იყიდო, ყველაზე კარგი ფასები მანდ აქვთ, ისეთი რომ გამოწერა არც ღირს: https://geovoice.ge/dj-ka/ka-5/
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.