Magdalena Posted October 5, 2021 Posted October 5, 2021 ინტერნეტში გამოჩნდა მობილური Intel Alder Lake პროცესორების სავარაუდო საწარმოო გეგმა. Wccftech-ის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაიყოფა კატეგორიების მიხედვით მე-12 თაობის მობილური პროცესორები და რა კონფიგურაციები იქნება ხელმისაწვდომი ამ კატეგორიებში. Alder Lake-P საწარმოო კატეგორია ჩაანაცვლებს ამჟამინდელ Tiger Lake-H45, H35 და UP3 პროცესორების ჯგუფებს, მასში გაერთიანებული იქნება მოდელები 12-დან 45 ვატამდე TDP-ის დონით. სითბოს გამოყოფის ამ ჩარჩოებში მოთავსდა 14-ბირთვიანი პროცესორები, რომლებშიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულიი იქნება 6 ბირთვი Golden Cove (P-Core) და 8 ბირთვი Gracemont (E-Core). ჯგუფი დაიხურება 2+8 ბირთვის მქონე კონფიგურაციებით. Alder Lake-M კატეგორია ჩაანაცვლებს Tiger Lake-UP4-ს და წარმოდგენილი იქნება 7-15 ვატი სითბური პაკეტის მქონე პროცესორებით, რომელთა ბირთვების რაოდენობა იქნება 10, 2 + 8 კონფიგურაციაში. ფოტოს წყარო: Wccftech ორივე კატეგორიაში ინტეგრირებული გრაფიკის სახით გამოყენებული იქნება GT2 და GT3 ბირთვები, ბოლო მათგანი შეიცავს 96 გამომთვლელ ბლოკს, აგრეთვე Alder Lake-P და M უზრუნველყოფენ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, Thunderbolt 4 ინტერფეისის, WiFi 6E უსადენო ქსელის მხარდაჭერას. DDR5-სა და PCIe Gen5-ის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება მხოლოდ Alder Lake-P-ში, M კატეგორია შემოიფარგლება PCIe Gen4-ით და LPDDR5-ის გარდა ექნება LPDDR4X-ის მხარდაჭერა. Intel Alder Lake-P-ს წარმოება უნდა დაიწყოს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, Alder Lake-M-ისა კი - 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე. პროცესორების პრეზენტაცია მოსალოდნელია ღონისძიება Innovation-ზე 27-28 ოქტომბერსა და CES 2022-ზე იანვარში. https://bit.ly/3mo1mES Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.