Magdalena Posted October 2, 2021 Posted October 2, 2021 Poco-მ გააფართოვა C-სერიის პროდუქტების ხაზი და წარადგინა სმარტფონი Poco C31. Poco C31 - ეს არის დაბალბიუჯეტური შემოთავაზება Poco-სგან, რომელიც წარმოდგენილია 6.53-დუიმიანი თხევადკრისტალური IPS დისპლეით. სმარტფონს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Helio G35. უკანა პანელზე მოცემულია თითის ანაბეჭდის სკანერი. Poco C31 მოდელის სხვა ძირითადი მახასიათებლები მოიცავს 13-მეგაპიქსელიან სამ კამერას, აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64 გბ შიდა მეხსიერება და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Poco C31-ის ფასი 115 აშშ დოლარიდან იწყება. ამ ვერსიას ექნება 3 გბ ოპერატიული + 32 გბ მუდმივი მეხსიერება. Poco C31 ვარიატი 4+64 გბ მეხსიერებით ღირს 128 აშშ დოლარი. მოწყობილობა ხელმისაწვდომია ფერებში - Royal Blue და Shadow Grey. Poco C31-ს აქვს 6.53-დუიმიანი IPS დისპლეი HD+ გაფართოებითა და 20:9 გვერდების შეფარდებით. სმარტფონი მუშაობს Helio G35 ჩიპსეტზე, აგრეთვე აქვს P2i ნანოსაფარი შხეფებისგან დაცვისთვის. მოწყობილობას აქვს 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. მეხსიერების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 512 გბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სმარტფონს გააჩნია თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზე, აგრეთვე მხარდაჭერილია სახის ამოცნობის ტექნოლოგია. Poco C31 აღჭურვილია სამი კამერით, ძირითადი კამერა 13-მეგაპიქსელიანია, ხელმისაწვდომია 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროობიექტივი. C31 მოდელის უკანა პანელზე განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა f / 2.2 დიაფრაგმით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. დაკავშირების კუთხით ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, Bluetooth v.5, GPS, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და microUSB პორტი. სმარტფონის ზომაა 164.9 × 77.1 × 9 მმ და იწონის 194 გრამს. https://bit.ly/3F3KU5v Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.