Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Counterpoint Technology Market Research იძულებულია შეამციროს პროგნოზი მიმდინარე წელს სმარტფონების მიწოდების მოცულობის შესახებ. ამის მიზეზია ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. 

image.jpeg 

შეფასებების თანახმად 2018 წელს გლობალური მასშტაბით განხორციელდა დაახლოებით 1.51 მლრდ ფიჭური სმარტ მოწყობილობის მიწოდება. 2019 წელს გაყიდვები შემცირდა 1.48 მილიარდ ერთეულამდე. გასულ წელს კი - 1.33 ერთეულამდე, რაც აიხსნება ფიჭური მაღაზიების დროებითი დახურვით და სხვა შეზღუდვებით პანდემიის ფონზე. 

მიმდინარე წელს ინდუსტრია დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას, თუმცა სმარტფონების მიწოდებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტი. ჩიპების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანია - მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ავტომობილების, სერვერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა ტიპის პროდუქციის მწარმოებლები.  

image.jpeg 

Counterpoint Technology Market Research-ის ინფორმაციით სმარტფონების ზოგიერთი მომწოდებელი ამჟამად იღებს შეკვეთების მოცულობის მხოლოდ 70%-ს, ეს კი მრავალრიცხოვან სირთულეს ქმნის. 

დრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ 2021 წლის შეჯამებით ფიჭური სმარტ მოწყობილობების ბაზრის მოცულობა 9%-ით, 1.45 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდებოდა. ამჟამად უკვე საუბარია 6%-იან მატებაზე, მიწოდების მოცულობა კი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 1.41 მილიარდი ერთეული. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.