Jump to content

Recommended Posts

Posted

ტრანსფორმირებადი ნოუთბუქი Booktop T1125, რომლის შესახებაც ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინათ გიამბეთ, გაყიდვაში გაცილებით ადრე გამოჩნდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. GIGABYTE Technology არ დაელოდა გამოფენას CES 2011 და ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქი Booktop T1125 Der Kavalier, როგორც ჩანს, წინა სადღესასწაულო ვაჭრობის უპირატესობების გამოყენების მიზნით. კომპანია Booktop T1125-ს მსოფლიოში პირველ “3 ერთში) ნოუთბუქს უწოდებს. ბრუნვადი ეკრანის წყალობით ნოუთბუქი პლანშეტად გარდაიქმნება, ხოლო დოკ-სადგური ოპტიკური ამძრავით Super multi DVD შესაძლებლობას იძლევა Booktop T1125 მაგიდის კომპიუტერად იქცეს.

Booktop-T1125-Der-Kavalier_11.jpg

როგორც აქამდე ვწერდით, Booktop T1125 აღჭურვილია 11,6” სენსორული დისპლეით, და ამორჩეული კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეფუძნება პროცესორებს Intel Core i5 ან Intel Core i3. ეს პროცესორები ენერგიის დაქვეითებული მოხმარებით გამოირჩევიან. ასევე ცნობილია ნოუთბუქში ტექნოლოგიის NVIDIA Optimus გამოყენების, პორტების USB 3.0 და USB 2.0, პორტების VGA, eSATA, უსადენო ქსელების ადაპტერების Bluetooth 2.1+EDR და Wi-Fi (802.11n), ქსელური კარტის Gigabit Ethernet LAN და მოდემის 3,5G არსებობის შესახებ.

Booktop-T1125-Der-Kavalier_21.jpg

მულტიმედიის “ნაკრებში” ვიდეოკარტა GeForce 310M, სარჭი HDMI და სტანდარტების THX შესაბამისად სერტიფიცირებული აუდიოსისტემა 4 ხმოვანი დინამიკისგან შედის. ბორტზეა 1.3-მპ ვებ-კამერა, კარდრიდერი, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება (DDR3), ხისტი დისკი ტევადობით 500 გბაიტამდე, აუდიოსარჭი და 6-სექციიანი აკუმულატორი. Booktop T1125 Der Kavalier ოპერაციული სისტემით Windows 7 იმართება. მოწყობილობის წონაა 1,7 კგ.

Booktop-T1125-Der-Kavalier_31.jpg

წყარო: http://www.giga-byte.co.uk/

  • Upvote 3
Posted

მსოფლიოში პირველი ? Dell ს აქვს ამის მსგავსი ,დევს აქაც ინფო ის ამაზე ბევრად ადრე დააანონსეს :)

Posted

2010 წლის ნოემბერში გახდა ეს ხელმისაწვდომი და 1,200 $ ღირდა.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.