Magdalena Posted September 28, 2021 Posted September 28, 2021 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Realme-მ მომდევნო თვეში შესაძლოა დააანონსოს Q-სერიის ორი სმარტფონი, რომლებიც მეხუთე თაობის მობილურ ქსელში იმუშავებენ. კერძოდ, Realme-ის პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა Wang Wei Derek-მა მინიშნება გააკეთა, რომ მზადდება მოწყობილობა პროცესორით Qualcomm Snapdragon 778G. სმარტფონი კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Realme Q5. ჩიპი Snapdragon 778G მოიცავს რვა ბირთვ Kryo 670-ს ტაქტის სიხშირით 2.4 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 642L-სა და მოდემ Snapdragon X53 5G-ს. მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. კადრის განახლების სიხშირეა 120 ან 144 ჰერცი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა ძირითადი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით. მხარდაჭერილია სწრაფი, 65-ვატიანი დამუხტვა. არსებული ცნობების თანახმად აღჭურვილობაში შევა 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 11. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სმარტფონი შესაძლოა გამოვიდეს ჩიპ MediaTek Dimensity 1200-ის მქონე მოდიფიკაციაში. ამ ჩიპს აქვს რვა ბირთვი 3.0 გჰც-მდე სიხშირით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი მონაცემთა გადაცემის 4.7 გბ/წმ-მდე სიჩქარით. https://bit.ly/3ESUGHp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.