Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Realme-მ მომდევნო თვეში შესაძლოა დააანონსოს Q-სერიის ორი სმარტფონი, რომლებიც მეხუთე თაობის მობილურ ქსელში იმუშავებენ. 

image.jpeg 

კერძოდ, Realme-ის პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა Wang Wei Derek-მა მინიშნება გააკეთა, რომ მზადდება მოწყობილობა პროცესორით Qualcomm Snapdragon 778G. სმარტფონი კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Realme Q5. 

ჩიპი Snapdragon 778G მოიცავს რვა ბირთვ Kryo 670-ს ტაქტის სიხშირით 2.4 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 642L-სა და მოდემ Snapdragon X53 5G-ს. 

მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. კადრის განახლების სიხშირეა 120 ან 144 ჰერცი. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა ძირითადი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით. მხარდაჭერილია სწრაფი, 65-ვატიანი დამუხტვა. 

image.jpeg 

არსებული ცნობების თანახმად აღჭურვილობაში შევა 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Android 11. 

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სმარტფონი შესაძლოა გამოვიდეს ჩიპ MediaTek Dimensity 1200-ის მქონე მოდიფიკაციაში. ამ ჩიპს აქვს რვა ბირთვი 3.0 გჰც-მდე სიხშირით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი მონაცემთა გადაცემის 4.7 გბ/წმ-მდე სიჩქარით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.