Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Amazon უახლოეს დროში დააანონსებს ახალ Kindle Paperwhite სერიის მოწყობილობებს ელექტრონული წიგნების კითხვისთვის. გაჯეტების შესახებ ინფორმაცია მცირე დროით გამოჩნდა Amazon Canada-ს ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. 

image.jpeg 

Kindle Paperwhite-ის ამჟამინდელი მოდელი / ფოტოების წყარო: Amazon 

მზადდება მოდელები Kindle Paperwhite და Paperwhite Signature Edition. ორივე მათგანს ექნება მონოქრომული დისპლეი ელექტრონულ ქაღალდზე ზომით 6.8 დუიმი. მითითებულია პიქსელების სიმჭიდროვე 300 PPI. 

რიდერებში გათვალისწინებულია ფრონტალური განათება, რომელიც დამყარებულია 17 შუქდიოდზე და გააჩნია ფერის ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა. Paperwhite Signature Edition მოდელს ექნება განათების სენსორი, რომელიც ავტომატურად მოახდენს გარე განათების პარამეტრების ოპტიმიზაციას გარემოს პირობებიდან გამომდინარე. 

მოწყობილობების კორპუსები დაცულია წყლისგან IPX8 სტანდარტის შესაბამისად. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი. 

image.jpeg 

Kindle Paperwhite ვერსიის ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 8 გბ, Kindle Paperwhite მოდიფიკაციის - 32 გბ. გარდა ამისა, უფროს მოდელში გათვალისწინებულია ბატარეის უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

ახალი მოწყობილობების ფასი შეადგენს დაახლოებით 120 და 165 აშშ დოლარს, შესაბამისად. ოფიციალური პრეზენტაცია სავარაუდოდ შედგება მიმდინარე თვის ბოლომდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.