Magdalena Posted September 15, 2021 Posted September 15, 2021 კომპანია Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი მონობლოკი. Huawei MateStation X-ს აქვს 28.2-დუიმიანი 4K მატრიცა და პროცესორი AMD Ryzen. ახალი მოწყობილობის ღირებულება 1500 აშშ დოლარს აღემატება. gizmochina.com MateStation X გარეგნულად ძალიან ჰგავს მონიტორ MateView-ს. მას აქვს ანალოგიური 28.2-დუიმიანი დისპლეი 3840 × 2560 გაფართოებით და გვერდების შეფარდებით 3:2. სენსორული დისპლეი, რომელსაც შეხების ათი წერტილის მხარდაჭერა აქვს, იკავებს მოწყობილობის ფრონტალური პანელის 92%-ს. ეკრანი უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 და 100%-იან sRGB ფერთა გამის მხარდაჭერას, აგრეთვე ფლობს TUV Rheinland სერტიფიკაციას, რაც მოწმობს თვალებისთვის მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკის საბაზისო ვერსია დამყარებულია პროცესორ AMD Ryzen 5 5600H-სა და Radeon გრაფიკაზე. აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაცია Ryzen 7 5800H ჩიპის ბაზაზე. კომპიუტერი წარმოდგენილია 16 გბ DDR4 ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ მოცულობის NVMe-დისკით. MateStation X-ს აქვს ოთხი მიკროფონი, რომელთაც შეუძლიათ მომხმარებლის ხმის დაჭერა 5 მეტრამდე მანძილზე. კომპიუტერი აღჭურვილია 5-ვატიანი Devialet დინამიკითა და 10-ვატიანი საბვუფერით. ვიდეოზარებისთვის გამოიყენება 1-მეგაპიქსელიანი კამერა. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში ხელმისაწვდომია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან მხარდაჭერილია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. Huawei MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სკანერის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურითა და ბლუთუზ-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე. მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო განახლება Windows 11-მდე. ახალი მოწყობილობა გამოვა ნაცრისფერ (Space Gray) და ვერცხლისფერ (Silver) ვარიანტებად, საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1549 აშშ დოლარი. https://bit.ly/2XhfBTj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.