Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

კომპანიამ NVIDIA განაცხადა, რომ ყველა ფილმში («ალისა საოცრებათა ქვეყანაში», «დასაწყისი», «რკინის ადამიანი 2», «მიღმიერი», აგრეთვე «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქარი: ნაწილი 1»), რომლებიც წელს ოსკარის პრემიაზე არიან წარდგენილნი ვიზუალური ეფექტების სფეროში მიღწევებისთვის, პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლები Quadro იყო გამოყენებული.

ფილმებისთვის «დასაწყისი», «რკინის ადამიანი 2» და «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1» ეფექტებს სტუდია Double Negative (DNeg) ქმნიდა. DNeg-ის ეფექტების პროცესში ცენტრალური სითხეების სიმულაციის საკუთარი სისტემაა, რომელიც ცნობილია როგორც «Squirt», რომლის ნაწილიც NVIDIA CUDA-ს დახმარებით იყო გადამუშავებული გრაფიკული პროცესორების Quadro შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

http://www.youtube.com/watch?v=EC2tmFVNNE

კომპანიამ Scanline VFX საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა Flowline შეიმუშავა, რომელიც ფილმში “მიღმიერი” რეალისტური ცუნამის სიმულაციისთვის იყო გამოყენებული. ამ დროისათვის Scanline დაკავებულია ახალი თაობის Flowline შექმნით, რომელიც CUDA-თვის იქნება ოპტიმიზებული.

ძირითადი ეფექტები «ალისა საოცრებათა ქვეყანაში»-თვის კომპანიამ Sony Pictures Imageworks (SPI) შეასრულა, რომელთა საერთო რიცხვმაც 1700 მიაღწია. მრავალი ეფექტი: ნისლი, ბოლი, ცეცხლი, მტვერი და ნგრევები გრაფიკული პროცესორებით NVIDIA (პრეს-რელიზში მითითებულია 100-ჯერადი უპირატესობა სიჩქარეში) ჩქარდებოდა.

ხუთი ფილმიდან გამარჯვებული 27 თებერვალს ყოველწლიურ 83-ე ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წყარო: nvidia.com

Edited by #Skinhead
  • Upvote 3
Posted

ნუ უმაგრესი კარტაა მაგ საქმისთვის და კონკურენტი არც ყავს როგორც ვიცი

Posted

ეს ახალი 6000 სერიის ძალიან მაგარი გამოუვიდათ, აი ამას ვგულისხმობ http://www.nvidia.com/content/PDF/product-comparison/Product_Comparison_2000D.pdf ფერმიზეა ეგეც

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.