Magdalena Posted September 14, 2021 Posted September 14, 2021 უკვე ბევრი რამ ითქვა Google-ის ფლაგმანური Pixel 6 სერიის სმარტფონების შესახებ. ცნობილია, რომ სმარტფონები იმუშავებენ Tensor ჩიპსეტზე, რომლის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა. ცნობების გაჟონვის შედეგად გაირკვა კორპორაცია Google-ის ჩიპსეტის ზოგიერთი მახასიათებელი. როგორც ინსაიდერი Digital Chat Station აცხადებს, მიკროსქემების ახალი ნაკრები, როგორც ჩანს, შემუშავებულია Google-ის საკუთარი ძალებით და დასაშვებია ველოდოთ, რომ იგი წარმადობით აღემატება Qualcomm-ის ამჟამინდელ ფლაგმან Snapdragon 888-ს. ეს აღმატებულობა უზრუნველყოფილი იქნება ორი Cortex-X1 ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირეაა 2.8 გჰც. შედარებისთვის, Exynos 2100-სა და Snapdragon 888-ს აქვთ თითო Cortex-X1 ბირთვის 2.91 და 2.84 გჰც სიხშირით, შესაბამისად. ორი Cortex-X1 ბირთვის პარალელურად ჩიპსეტი მოიცავს ოთხ ბირთვს 1.8 გჰც-ითა და ორ ბირთვს - 2.25 გჰც სიხშირით. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი წარმოდგენილია ARM Mali-G78 ჩიპით. ეს არის იგივე გრაფიკული პროცესორი, რაც Exynos 2100-შია მოცემული. მოცემული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ჩიპი Tensor პოზიციურად იმყოფება Exynos 2100-სა და Exynos 2200-ს შორის. https://bit.ly/38Y3m0z Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.