Jump to content

Recommended Posts

Posted

ინდურ მარკეტფლეის Flipkart-ზე გამოქვეყნდა Realme პლანშეტის მახასიაებლები და ფოტოები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნას ახალ მოწყობილობაზე. 

image.jpeg 

gizmochina.com 

ცნობილი გახდა, რომ Realme Pad-ს ექნება 10.4-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2000×1200 პიქსელი. მოდელს დისპლეის ირგვლივ წვრილი ჩარჩო აქვს, ეკრანის ფართობის ფრონტალურ პანელთან შეფარდება 82.5 %-ს შეადგენს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ახალ პლანშეტს AMOLED-ეკრანი ექნებოდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია აღწერაში მითითებული არ არის. 

image.jpeg 

gizmochina.com 

ფოტოს მიხედვით მოწყობილობის უკანა მხარეს განთავსებული იქნება ერთი ძირითადი კამერა. პლანშეტი ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 6.9 მილიმეტრია. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა გამოვა ოქროსფერ და ნაცრისფერ ვარიანტებად. 

Flipkart-ზე ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობა იმუშავებს ჩიპსეტ Helio G80-ზე, ექნება 4 გბ LPDDR4x ოპერატიული მეხსიერეა და 64 გბ eMMC 5.1 შიდა მეხსიერება, აგრეთვე 7100 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

gizmochina.com 

ფრონტალურ 8-მეგაპიქსელიან კამერას ექნება „ფიქსირებული“ ფოკუსი, უკანა კამერას კი - ავტოფოკუსი. გამოყენებული იქნება ოთხი დინამიკი, სივრცითი ხმის ტექნოლოგიები DTS HD და Hi Res-Audio, აგრეთვე მხარდაჭერილია Wi-Fi და LTE. შესაძლოა გამოვიდეს შედარებით ბიუჯეტური ვერსიაც 4G-ს გარეშე -  სავარაუდოდ, ჩინური კომპანია გეგმავს მოდელის მელი სერიის გამოშვებას. გაყიდვების დაწყების თარიღი, ფასი და ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომობა მოგვიანებით გამოცხადდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.