Magdalena Posted September 4, 2021 Posted September 4, 2021 დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. ”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლოუნმა. მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. „Bitcoin თავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. https://bit.ly/3jDCMQp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.