Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

დოლარზე მიმაგრებული Stablecoin-ები ზრდიან ამერიკული ვალუტის ფასეულობას - ამის შესახებ ისაუბრა Bloomberg Intelligence-ის ნადლეული პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლოუნმა. 

”ციფრული დოლარით ვაჭრობა მხოლოდ დროის საკითხია. დროა აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყოს ამ ბაზრის რეგულირება და შემდეგ ჩვენ დავამარცხებთ ჩინეთს, ” - განაცხადა მაკგლონმა. 

მისი თქმით, დოლარით გამყარებული Stablecoin-ები დომინირებენ სხვა მსგავს აქტივებს შორის. 

„Bitcoin ავდაჯერებულად მიდის მიზნისკენ, რომ გახდეს გლობალური ციფრული სარეზერო აქტივი. დოლარზე მიბმული Stablecoin-ები, როგორიცაა Tether, ზრდიან დოლარის ღირებულებას. ამჟამად უკვე ყველაზე კარგად გაყიდვადი მონეტებია დოლარის ციფრული ვერსიები“ - დარწმუნებულია მაიკ მაკგლოუნი. 

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად USDT-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია 65.77 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-ის შემხვევაში ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან 2021 წლამდე 1.2 მლნ BTC-ით გაიზარდა - 1.38 მლნ BTC-მდე. 

მაკგლოუნის განცხადებით, გამოშვების მომენტიდან Tether-ის კაპიტალიზაცია იზრდებოდა და გრძელვადიან პერსპექტივაში კორელირებდა Bitcoin-ის ფასის ზრდასთან. 

ადრე მაკგლოუნმა Ethereum-ს უწოდა Bitcoin-ის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდისთვის დაბრკოლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.