Magdalena Posted August 31, 2021 Posted August 31, 2021 ცნობილმა ინსაიდერმა Kopite7kimi-მ ყურადღება გაამახვილა NVIDIA-ს მიერ ახალი თაობის გრაფიკული მოწყობილობების მომზადების თემაზე, რომელთა პირობითი დასახელებაა Ada Lovelace. წყაროს თანახმად ისინი გამოჩნდება მოსალოდნელზე ცოტა ადრე და წარმოებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Ampere არქიტექტურაზე დამყარებული ამჟამინდელი პროდუქტები წარმოების ადგილის მხრივ შემდეგნაირადაა განაწილებული: სერვერულ ამაჩქარებლებს აწარმოებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, გეიმინგ დაფებს კი 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით უშვებს კომპანია Samsung. NVIDIA-ს გეიმინგ პროდუქტების დაბრუნება TSMC-ის კონვეირზე შესაძლოა ერთი მხრივ იყოს იმის მანიშნებელი, რომ NVIDIA უკმაყოფილოა Samsung-თან თანამშრომლობით, მეორე მხრივ კი შესაძლოა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია უბრალოდ ბანალურად შეესაბამებოდეს NVIDIA-ს მოთხოვნილებას. ფოტოს წყარო: Twitter, Greymon55 კიდევ ერთი მედია ინსაიდერი ამტკიცებს, რომ Ada Lovelace გრაფიკული პროცესორების გამოშვება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ymw59j Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.