Jump to content

Recommended Posts

Posted

პოპულარულ ტესტ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Microsoft-ის ახალი პლანშეტის შესახებ, რომელიც Surface Go 2 მოდელს ჩაანაცვლებს. 

image.jpeg 

ფოტოზე: Microsoft Surface Go 2 

სამომავლო მოწყობილობა ფიგურირებს კოდური დასახელებით OEMAL. კომერციულ ბაზარზე პლანშეტი სავარაუდოდ გამოვა სახელწოდებით Surface Go 3. ბენჩმარკზე გამოჩნდა ორი მოდიფიკაცია აპარატულ პლატფორმაზე Intel Amber Lake Y. 

კერძოდ, გაიტესტა ვერსიები პროცესორებით Pentium Gold 6500Y და Core i3-10100Y. ამ ჩიპებს აქვთ ორი ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 615. პირველ შემთხვევაში ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.1-3.4 გჰც-ს, მეორე შემთხვევაში - 1.3-3.9 გჰც-ს. TDP-ის დონე მხოლოდ 5 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

Geekbench 

ორი მოდელიდან უმცროს ვარიანტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, უფროს მოდიფიკაციას - 8 გბ. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro (64-bit). 

Surface Go 3-ს ოფიციალური პრეზენტაცია მოსალოდნელია Microsoft-ის ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. არაოფიციალური ცნობებით, ამავე ღონისძიებაზე უნდა დაანონსდეს დასაკეცი სმარტფონი Microsoft Surface Duo 2 ახალი კამერით, აგრეთვე ჰიბრიდული ლეპტოპი Microsoft Surface Book 4. თავად ტექნოლოგიური გიგანტი რედმონდიდან ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.