#Skinhead Posted March 29, 2011 Posted March 29, 2011 კორპორაციამ Intel კომპანიის McAfee შეძენის გარიგების დასრულების შესახებ განაცხადა. ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის შეძენის სურვილის შესახებ Intel გასული წლის აგვისტოში განაცხადა. გარიგების პირობები შეფერხებების გარეშე მოიწონა ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რის შემდეგაც დამტკიცებულ იქნა აქციონერთა კრებებზე. რამოდენიმე თვე დასჭირდა Intel-ს მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობის მისაღებად. The Wall Street Journal-ის მონაცემებით, განსაკუთრებით დეტალურად შეისწავლა გარიგება ევროპული კომისიის კონკურენციის საკითხების გენერალურმა დირექტორატმა. კომპანიების პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ McAfee საკუთარი ბრენდით განაგრძობს ანტივირუსული პროდუქციის შექმნასა და რეალიზებას. ამასთან, McAfee უკვე Intel Software and Services Group-ის ქვეგანყოფილებაში შედის. აღსანიშნავია, რომ მოცემული შენაძენი ყველაზე მსხვილია Intel-ის მთელი ისტორიის განმავლობაში. უკვე წლეულს Intel და McAfee ბაზარზე სტრატეგიული თანამშრომლობის პირველ შედეგებს წარმოადგენენ. წყარო: intel.com 5 Quote
ქართველო Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 არვიცოდი ეს ინფორმაცია, საინტერესოა, ვნახოთ რა სიახლეს წარმოგვიდგენს ინტელი McAfeeში :) Quote
Vako™ Posted April 16, 2011 Posted April 16, 2011 ამაზე საუბარი შარშანაც იყო, და როგორც იქნა განახორციელა ინტელმა. ვნახოთ აბა რა გამოვა, წესით მაგარი Soft-ი უნდა გააკეთონ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.