Magdalena Posted August 19, 2021 Posted August 19, 2021 კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა მძლავრი სმარტფონები მობილური თამაშების მოყვარულებისთვის - ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro. ახალი სმარტფონები ჩაანაცვლებენ ROG Phone 5-ს, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის აპრილში შედგა. ფოტოების წყარო: GSMArena დაანონსებულ მოწყობილობებსა და მათ წინამორბედს შორის მთავარი განსხვავებაა აპარატული პლატფორმა. პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ის ნაცვლად ამჯერად გამოყენებულია ჩიპი Snapdragon 888 Plus. შესაბამისად, ტაქტის მაქსიმალური სიხშირე 2.84-დან 3.0 გჰც-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 20%-ით გაიზარდა ბლოკ AI Engine-ის წარმადობა, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე. ROG Phone 5s და ROG Phone 5s Pro სმარტფონებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2448×1080 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირით - 144 ჰერცი. სენსორული ფენის სიხშირეა 360 ჰერცი, მატრიცის რეაქციის დრო - 1 მილიწამი. ROG Phone 5s Pro ვერსიას გააჩნია უკანა დისპლეი ROG Vision PMOLED. ROG Phone 5s მოდელი დაკომპლექტებულია 8, 12 ან 16 გბ ოპერატიული და 128/256 შიდა მეხსიერებით. ROG Phone 5s Pro ვარიანტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 18 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 512 გბ. მთავარ კამერაში გაერთიანებულია 64, 13 და 5 მეგაპიქსელი გაფართოების მქონე სენსორები, ფრონტალურ ნაწილში განთავსებულია 24-მეგაპიქსელიანი კამერა. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. მოწყობილობაში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android 11 საფირმო ZenUI 8/ROG UI-სთან ერთად. https://bit.ly/3xSCPvk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.