Magdalena Posted August 18, 2021 Posted August 18, 2021 სიახლე, რომელიც ამ სტატიას დაედო საფუძვლად, ვებ-გვერდ DigiTimes-ზე გასულ კვირაში გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ Hardware Times-ის წარმომადგენლებმა შეძლეს ბარიერის ქვეშ გაეყვანათ მკითხველები, რომლებიც დროს არ ხარჯავდნენ ხელმოწერებზე. ეს საშუალებას იძლევა გამოაშკარავდეს ახალი გარემოებები, რომლებიც განხილულია პირველწყაროს ვებ-გვერდებზე. უპირველეს ყოვლისა, DigiTimes-მა განაცხადა, რომ TSMC-ს არ გააჩნია თავისუფალი კვოტები 3-ნანომეტრიან პროდუქციაზე 2022 წლის მეორე კვარტლისთვის არც ერთი დამკვეთისთვის, გარდა Apple-ისა. მეორე, ამ დრომდე გავრცელებული ხმების საპირისპიროდ აღმოჩნდა, რომ Intel თავის 3-ნანომეტრიან შეკვეთებს TSMC-ისგან 2023 წელზე ადრე ვერ მიიღებს. ამავე მდგომარეობას გაიზიარებენ სხვა მომხმარებლებიც, მათ შორის AMD, NVIDIA, MediaTek და Qualcomm. რეალურად, მეორეული წყარო ამტკიცებს, რომ 2023 წელს TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ასორტიმენტის მხოლოდ გაფართოება დაიწყება, ასე რომ დაზუსტებით არ უნდა ჩაითვალოს, რომ ხსენებულ პროდუქციას AMD ან NVIDIA 2023 წელსვე მიიღებენ. Apple-ს თუ დავუბრუნდებით, მისი პირველი 3-ნანომეტრიანი კომპონენტები იქნება პროცესორები iPhone-ისთვის, MacBook სერია კი მსგავს პროცესორებს iPhone-ების შემდეგ მიიღებს. სამაგიეროდ, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემთხვევაში შესაშური სიზუსტე ჩნდება: წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ ტექნოპროცესზე დამყარებული, AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქცია 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა, მათ კი კომპანიონობას Qualcomm-ისა და MediaTek-ის 5-ნანომეტრიანი პროდუქცია გაუწევს. https://bit.ly/3AMC2ho Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.