Magdalena Posted August 12, 2021 Posted August 12, 2021 SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა NASA-ს დახმარება შესთავაზა მთვარეზე ფრენისთვის საჭირო სკაფანდრის შექმნაში. ამის შესახებ ბიზნესმენმა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა. ამრიგად მოახდინა მან რეაგირება კოსმოსური სააგენტოს ინსპექციის ანგარიშზე, რომელშიც დაფიქსირდა გრაფიკზე ჩამორჩენა, რის გამოც საჭირო გახდება მთვარეზე ასტრონავტების გაშვების გადავადება. წყარო: Inc.Magazine „აუცილებლობის შემთხვევაში SpaceX-ს შეუძლია ამაში დახმარება“ - დაწერა მასკმა. როგორც წყარო აღნიშნავს, SpaceX-ს აქვს გამოცდილება საკუთარი სკაფანდრების შექმნაში, რომლებიც Crew Dragon-ით ფრენებისას გამოიყენება. ამასთან, უპირველეს ყოვლისა, ეს სკაფანდრები განკუთვნილია ექსტრემალური სიტუაციებისთვის - ხომალდში არსებული ხანძრის ან რაკეტის ჰერმეტულობის დარღვევისას. NASA-ს წარმომადგენელმა მონიკა ვიტმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა სააგენტოს მოთხოვნა კომერციული აღჭურვილობისა და სკაფანდრების შესყიდვის შესახებ. არ არის დაზუსტებული, აპირებენ მათ გამოყენებას ბორტზე თუ გამოიყენებენ ახალი ნიმუშების შექმნისთვის. NASA-ს ინსპექციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გამოაცხადა მთვარეზე ფრენის გადადების შესახებ. მიზეზი იყო დაფინანსების პრობლემები და სკაფანდრების შექმნის საკითხი. ამის გამო გამგზავრების თარიღი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. https://bit.ly/3AurqDS Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.