Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Steam-მა გამოაქვეყნა ივლისის გამოკითხვის მონაცემები. კვლევა ეხება როგორც ცენტრალურ პროცესორებს, ასევე ვიდეო დაფებს. 

ცხრილიდან ჩანს, რომ AMD-ის მაღალი დონის მოწყობილობები საკმაოდ პოპულარულია, განსაკურებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება 3.7 გჰც და მეტ სიხშირეს. თუმცა Intel-ის შედარებით დაბალბიუჯეტურმა შემოავაზებებმა უზრუნველყო ბაზრის უფრო დიდი ნაწილის დაკავება. 

image.png 

ვიდეო დაფებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში NVIDIA-ს ადაპტერები დომინირებს. კომპანიის ჯამურმა წილმა ბაზარზე 75.41% შეადგინა. AMD-ის წილი შეადგენს 15.31%-ს, Intel-ისა კი - 9.09%-ს. 

ივლისში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მობილურ ვიდეო დაფა RTX 3060-ზე. გეიმერებს შორის მატებამ, რომლებიც მობილურ RTX 3060-ს იყენებდნენ, 0.15% შეადგინა. მას მოსდევს GTX 550 Ti - ასევე 0.15%-იანი ზრდით და პერსონალური კომპიუტერის RTX 3060 ვერსია - 0.13%-იანი ზრდის მაჩვენებლით. 

image.png 

NVIDIA-ს ვიდეო დაფების სხვადასხვა თაობას შორის ყველაზე პოპულარულია Pascal არქიტექტურაზე დაფუძნებული მოწყობილობები (GTX 1000) - 25.62%. შემდეგია Turing GTX (GTX 1600) ვიდეო დაფები - 15.13%, Turing RTX (RTX 2000) - 12.65%, Maxwell (GTX 900) - 4.49% და Ampere (RTX 3000) - 3.8%. 

AMD-ს წილი მნიშვნელოვნად დაბალია. Polaris (RX 400 და RX 500) - 5.1%, Vega (APU + დისკრეტული) - 2.17%, RDNA1 - 1.57% და RDNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. 

სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ RDNA3 არქიტექტურის გამოშვებით, ეს კი 2022 წლის საკითხია. 

  • Like 1
Posted
3 hours ago, Magdalena said:

DNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. 

Well, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მთელი ეგ არქიტექტურა 3090-ზე ნაკლები გამოუშვა ამდ-მ, რა გასაკვირია

როგორც ჩანს კონსოლებს მიაწვნენ, სხვა არაფერი მაფიქრდება

 

ისე, დაი ზომის გამო, 6600XT, რომლის მიმოხილვებიც ხვალ დაიდება, წეისთ ბლომად უნდა გამოუშვან მსრპ ფასზე 15-20%-ით მეტად, რათგან ორჯერ პატარაა

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.