Magdalena Posted August 7, 2021 Posted August 7, 2021 სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi უკვე დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მეორე კვარტალში Xiaomi-მ Apple შეავიწროვა მეორე ადგილზე მსოფლიო რეიტინგში. ჩინური კომპანიისთვის ვითარება კიდევ უფრო უკეთესია ევროპაში, სადაც Strategy Analytics-ის სტატისტიკის თანახმად მეორე კვარტლის შეჯამებით Xiaomi-მ პირველი ადგილი დაიკავა მიწოდების მოცულობის მხრივ. 12.7 მლნ ეგზემპლარის გამოშვებით Xiaomi-მ შეძლო Samsung-ის უკან ჩამოტოვება. ერთი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ზრდამ 67.1% შეადგინა. Samsung-მა დაკარგა 7% და გამოუშვა 12 მლნ ეგზემპლარი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი ლიდერობას აგრძელებს. ჯამში ევროპაში სმარტფონების მიწოდების მოცულობა გაიზარდა პანდემიისგან აღდგენის შედეგად. iPhone-ების მიწოდების მოცულობა 15.7%-ით გაიზარდა iPhone 12-ზე არსებული მოთხოვნის წყალობით. Xiaomi ფსონს დაბალბიუჯეტურ სმარტფონებზე დებს, რის გამოც მის მოწყობილობებს უფრო ხშირად ყიდულობენ. Huawei-ს პრობლემებმაც თავისი წვლილი შეიტანა Xiaomi-ს წარმატებაში: ბევრ მომხმარებელს ურჩევნია ერთი ჩინური სმარტფონი მეორე ჩინურით ჩაანაცვლოს. The Verge-ის მიმოხილვაში მოდელი Xiaomi Mi 11 შეადარეს 1199 აშშ დოლარიან S21 Ultra-ს, თუმცა რეალურად იგი სტანდარტულ Galaxy S21 მოდელზეც კი იაფია. მიმომხილველის აზრით, Samsung-ს უნდა უხაროდეს, რომ Xiaomi-ს მოწყობილობები აშშ-ში ოფიციალურად არ იყიდება. ალბათ, ევროპული წარმატების ფონზე ეს მალე შეიცვლება. https://bit.ly/37iESy7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.