Magdalena Posted August 7, 2021 Posted August 7, 2021 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ამზადებს ახალი თაობის პროცესორს თან სატარებელი მოწყობილობებისთვის, კერძოდ, სმარტ-საათებისთვის. მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს დასახელებით - Snapdragon Wear 5100. ჩიპის კოდური სახელწოდებაა Monaco. ცნობილია, რომ კონფიგურაცია მოიცავს ოთხ Arm Cortex-A73 ბირთვს. შედარებისთვის: პროცესორ Snapdragon Wear 4100-ს აქვს ოთხი Arm Cortex-A53 ბირთვი. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალ ჩიპს საფუძვლად დაედება აპარატული პლატფორმა Snapdragon 662 ან Snapdragon 460. ეს ორივე პროცესორი შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 610-სა და ქსელურ მოდემ Snapdragon X11 LTE-ს. თავისთავად, Snapdragon Wear 5100 ოპტიმიზებული იქნება ენერგომოხმარების შემცირებისთვის. სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თან სატარებელი მოწყობილობებისთვის განკუთვნილი, Qualcomm-ის ახალი პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წელს. ამ პლატფორმაზე აგებული პირველი გაჯეტების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის დასასრულს ან მომდევნო წლის დასაწყისში. https://bit.ly/3lpFqKR Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.