Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ამზადებს ახალი თაობის პროცესორს თან სატარებელი მოწყობილობებისთვის, კერძო, სმარტ-საათებისთვის. მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს დასახელებით - Snapdragon Wear 5100. 

image.jpeg 

ჩიპის კოდური სახელწოდებაა Monaco. ცნობილია, რომ კონფიგურაცია მოიცავს ოთხ Arm Cortex-A73 ბირთვს. შედარებისთვის: პროცესორ Snapdragon Wear 4100-ს აქვს ოთხი Arm Cortex-A53 ბირთვი. 

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალ ჩიპს საფუძვლად დაედება აპარატული პლატფორმა Snapdragon 662 ან Snapdragon 460. ეს ორივე პროცესორი შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 610-სა და ქსელურ მოდემ Snapdragon X11 LTE-ს. 

თავისთავად, Snapdragon Wear 5100 ოპტიმიზებული იქნება ენერგომოხმარების შემცირებისთვის. სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

image.jpeg 

თან სატარებელი მოწყობილობებისთვის განკუთვნილი, Qualcomm-ის ახალი პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წელს. ამ პლატფორმაზე აგებული პირველი გაჯეტების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის დასასრულს ან მომდევნო წლის დასაწყისში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.